x
მეტი
  • 30.01.2025
  • სტატია:139731
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512895
„მარშები, ხორუმები, წყლის ჭავლზე ცეკვები და სკანდირება არაფერი აღარაა, ამოწურა თავი“ - მეგი გოცირიძე
image

.

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ღიად წერს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების ეფექტურობით უკმაყოფილოა:

.


არ ვიცი ვის მოგეწონათ წუხანდელი გაუგებარი რაღაც და ვის არა, მაგრამ მსურს შეგახსენოთ, რომ ნიკა მელიაც და ვახო მეგრელიშვილიც, ნაციონალური ხელისუფლების დროს იყვნენ მაღალჩინოსნები. მელია ვიცი, მაგრამ ვახო არ ვიცი, რატომ იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელთანაც სულ ვჩხუბობდი, როცა ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ვიყავი )))

.

და აქვე ვიკითხავ მეათედ: ახალგაზრდებო, სტუდენტებო, პოლიტიკოსებო და ა.შ. თქვენ ერთ პაიკ სამუშიას ფეხი რომ ვერ მოჭამეთ, როგორ აპირებთ რუსი ბარისას დამხობას, შეგიძლიათ გამცეთ პასუხი?

.

მარშები, ხორუმები, წყლის ჭავლზე ცეკვები და ცეცხლი ოლიგარქიების სკანდირება, რაიონებში გავალთ და ა.შ. რომ არაა არა თუ საკმარისი, საერთოდ არაფერი აღარაა უკვე და მან ამოწურა თავი, ვისაც ამის აღქმა არ გაქვთ ან არ გინდათ დაინახოთ, თქვენ ხართ ზოგი შეგნებულად, ზოგიც შეუგნებლად-რუსი და ოცნების შადრევანზე მოცეკვავე !

.

ბრიფინგი დასრულებულია თქვენი გადახდილია, ბოლო გაჩერებაა, გთხოვთ ჩაბრძანდეთ))) -- წერს მეგი გოცირიძე

.

* * *

.

სულ რომ თითოეულმა კოალიციამ კი არა, პარტიამ გაიხსნას საკუთარი ტვ, იქედან ებრძოლოს მიშას და მის პარტიას, სულ რომ კვლავ გადაწყვიტოს მავანმა, რომ მიშას პარტიის გასაქრობად უნდა შექმნას ახალი პარტია და დარჩენილი აქტივიც იქ გადადენოს გროშების სანაცვლოდ,
მაინც ვერ ეღირსებიან ვერც მიშას ჩანაცვლებას და ვერც მისი პარტიის, სულ რომ დაბრმავდეს და დაყრუვდეს საქართველოს მოსახლეობა, დამუნჯდეს და არ ახსენოს მიშა, გახსოვდეთ, რომ მის გვერდით უფალია, დედაღვთის მშობელს აქვს მისთვის კალთა გადაფარებული და იმიტომ ვერ მოკლეს, იმიტომ გადარჩა, თორემ არაფერი დააკლეს, იმიტომ დაიხოცეს თავები მთელი ეს წლები ცალკე რუსებმა და ცალკე ე.წ. ოპოპარტიებმა, რომ რამენაირად ჩაეხსნათ მიშას ენმ პროცესიდან, ყველა გაერთიანდა საბოლოოდ და ასეულობით მილიონი დახარჯეს, რომ პარლამენტსა და მთავრობაში ყოფილიყვნენ, იქედან გაეგრძელებინათ მიშას გაშავება, მაგრამ რა მოხდა?! ღმერთმა არ დაუშვა უსამართლო ხალხის გაპარლამენტარება, არც მთავრობაში მათი მისვლა და ახლა ის ეტაპია, როცა წესით, ფინალში უნდა იყოს რუსული ოცნება, ახალი არჩევნებისთვის უნდა მიდიოდეს მზადება და ამ დროს რა ხდება? უკლებლივ ყველას ეხდება ფარდა, უკლებლივ ყველას ამომრჩეველი აფასებს საკუთარ გადაწყვეტილებას, უკლებლივ ყველას უჩნდება შეკითხვები და უკლებლივ ყველა ხედავს, როგორც არ უნდა დაწყვილდნენ, გადაწყვილდნენ, გადმოწყვილდნენ ენმ _ის გაემიჯნონ, ენმ-ის წევრებს წაართვან პირადობები, აუფეთქონ და დაურბიონ ოფისები, დაუპატიმრონ აქტივისტები, მიშა ჩაუტოვონ ციხეში, დაუყადაღონ უძრავ-მოძრავი ქონება, ბიზნესმენები არ მიაკარონ, სხვებს ყველაფრის უფლება მისცენ, რომ დაგვძირონ...
.
პრაქტიკულად მარტო გავიდა მიშა მისი პარტიით გიენების პირისპირ და თუ რამდენიმე ათას ნაყიდ ხმას არ ჩავთვლით, ამ ტოტალურად გაყალბებულ არჩევნებზეც კი ვერავინ გადაგვისწრო უპირატესობით და ეს არის ღმერთის ნება, ეს არის იმ ხალხის რწმენა, ვიზეც არ მოქმედებს გულის ამრევი პროპაგანდა, ყველაზე იდეური, ყველაზე სუფთა, ყველაზე წესიერი, ყველასგან განსხვავებული, არა ვერცხლ მოყვარე ადამიანები აცოცხლებენ მიშას, ღმერთის შეწევნით და ეს არის უცხადესი!
.
ამიტომ ყველაზე ნაღდ, ყველაზე ერთგულ, არა ფულზე დახარბებულ, არა სკამებზე მეოცნებეებს, საქართველოს ნამდვილ ჯარისკაცებს გაგვიმარჯოს, ვინც მოღალატეს გმირად არასოდე
ს შემოგვასაღებს და გმირის გასაშავებლად არასოდეს იღვაწებს, მისი უპირატესობის დამტკიცებისა თუ განმტკიცების მიზნით!
მიშაც გამოვა, ენმ-ფორმაში იქნება, ახალი არჩევნებიც ჩატარდება, ოცნებაც აღარ იქნება, ყველა კოალიცია გაერთიანდება კვლავ მიშას წინააღმდეგ, მაგრამ მოვიგებთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეს იქნება და ღმერთი, რომელიც გვაძლიერებს და არ გვაძლევს უფლებას, სიცოცხლეშივე განვიცადოთ სიკვდილი, რისი მცდელობაც ბევრჯერ იყო...
.
მიშას გაუმარჯოს, გაუმარჯოს იმ პარტიას, რომელიც მიშას დასაყრდენია და რომელიც მას აცოცხლებს, მის ლიდერებს გაუმარჯოს, ვინც შეინარჩუნა პირველობა, იმ ხალხს გაგვიმარჯოს, წისქვილის ქვის გარდა ამდენი წელი ყველაფერი რომ დაგვსტრიალებდა თავზე.... საქართველოს სახელით, ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს
.
.
0
256
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0