x
მეტი
  • 30.01.2025
  • სტატია:139731
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512895
ერთ დროს პოპულარული "კასანდრა" "ინფლუენსერი" გახდა - როგორ ცხოვრობს მსახიობი?
image

.

კო­რა­ი­მა ტო­რე­სი - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი ალ­ბათ ბევრ ქარ­თველს ეც­ნო­ბა, თუმ­ცა თუ გე­ტყვით, რომ კა­სან­დრა­ზე ვწერთ, ყვე­ლა­ფე­რი უფრო მარ­ტი­ვად იქ­ნე­ბა, რად­გან წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სე­რი­ა­ლი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

.


ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი მსა­ხი­ო­ბი, კო­რა­ი­მა ტო­რე­სი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა "კა­სან­დრას" წყა­ლო­ბით გახ­და. სე­რი­ა­ლი მსოფ­ლი­ოს ასზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნეს და დღემ­დე 32 ენა­ზეა ნა­თარ­გმნი. ამის გამო, სე­რი­ა­ლი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიც კი მოხ­ვდა.

.

კო­რა­ი­მა ალე­ხან­დრა ტო­რეს დი­ა­სი 1973 წლის 6 ივ­ნისს ვე­ნე­სუ­ე­ლის ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში და­ი­ბა­და. ის იყო მე­ო­თხე შვი­ლი ოჯახ­ში. გო­გო­ნა იუ­რის­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ცხრა წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად შე­ვი­და თე­ატ­რა­ლურ წრე­ზე, რა­მაც მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა. ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს არ უყ­ვარ­და სწავ­ლა და ხში­რად აც­დენ­და გაკ­ვე­თი­ლებს. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მან უკვე ზუს­ტად იცო­და, თუ რისი გა­კე­თე­ბა სურ­და.

.

"მე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ გულ­მოდ­გი­ნე მოს­წავ­ლე, სა­მა­გი­ე­როდ - ვი­ყა­ვი აგ­რე­სი­უ­ლი და მო­ძა­ლა­დე და ხში­რად გავ­რბო­დი", - აღი­ა­რა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ობ­მა.


კო­რა­ი­მამ კა­რა­კა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­დაც რე­ჟი­სო­რი ლუის ლა­მა­ტე გა­იც­ნო, რო­მელ­მაც იგი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა.

image

სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა


1989 წელს კო­რა­ი­მა ტო­რეს­მა მი­ი­ღო პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი როლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა­ში The Lark. ერთი წლის შემ­დეგ მან ითა­მა­შა სე­რი­ალ Gardenia-ში.


კო­რა­ი­მა ტო­რე­სის მე­სა­მე ნა­მუ­შე­ვარ­მა მსა­ხი­ობს მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. სე­რი­ა­ლი „კა­სან­დრა“, რო­მელ­შიც მან პუ­ერ­ტო რი­კო­ელ მსა­ხი­ობ ოს­ვალ­დო რი­ოს­თან ერ­თად ითა­მა­შა. თუმ­ცა, დიდ­მა წარ­მა­ტე­ბა კო­რა­ი­მას ცხოვ­რე­ბა­ში დე­დის ავად­მყო­ფო­ბამ და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ დაჩ­რდი­ლა. ეს ამ­ბა­ვი იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა მის­თვის, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­და.

.

"კა­სან­დრას" პო­პუ­ლა­რო­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი კი­დევ ორ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს, რის შემ­დე­გაც და­ო­ჯახ­და და ამის გამო კა­რი­ე­რა­ში შეს­ვე­ნე­ბა დას­ჭირ­და. შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, კო­რა­ი­მა ტო­რე­სი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში დაბ­რუნ­და და კი­დევ უამ­რავ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს.


2001 წელს წელს კო­რა­ი­მა ტო­რე­სის შეს­რუ­ლე­ბით კი­დევ ერთი ახა­ლი სე­რი­ა­ლი გა­მო­ვი­და. „სო­ლე­დად­ში“ მას პარტნი­ო­რო­ბას ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ლერ­მო პე­რე­სი უწევ­და. მალე ქალ­მა გა­ი­გო, რომ სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. კო­რა­ი­მას ვე­რა­გი სე­ნის და­სა­მარ­ცხებ­ლად ორი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია.

image

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა


1994 წელს, სე­რი­ა­ლის „სიზ­მრე­ბი და სარ­კე­ე­ბის“ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, კო­რა­ი­მამ კო­ლუმ­ბი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნი­კო­ლას მონ­ტე­რო გა­იც­ნო. პარტნი­ო­რებს შო­რის რო­მა­ნი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. 1996 წელს, გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ. იმა­ვე წელს წყვილს შე­ე­ძი­ნა ერ­თა­დერ­თი შვი­ლი - მანუ ნიკო.

.

კო­რა­ი­მა ტო­რე­სი ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წლე­ბის შემ­დე­გაც ამ­ბობ­და: "მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ დღე­საც ჯერ კი­დევ თაფ­ლო­ბის თვე­ში ვართ, შე­საძ­ლოა იმი­ტომ, რომ ხში­რად ცალკ-ცალ­კე ვცხოვ­რობთ".


49 წლის მსა­ხი­ო­ბი ამ­ჟა­მად ვაჟ­თან ერ­თად ბო­გო­ტა­ში ცხოვ­რობს. მე­უღ­ლეს და­შორ­და, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ უსა­უბ­რია. რო­დე­საც ინ­სტაგ­რამ­ზე გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა კი­თხვა მე­უღ­ლის შე­სა­ხებ და­უს­ვეს, თქვა, რომ რა­ღა­ცე­ბი მთავ­რდე­ბა და მათ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და...

.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 328 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ხა­ლი­სით ადევ­ნე­ბენ თვალს მის ვი­დე­ო­ებს, სა­დაც მათ ვარ­ჯი­ში­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ რჩე­ვებს აძ­ლევს. თა­ვი­სუ­ფალ დროს უყ­ვარს ცურ­ვა, ცეკ­ვა, ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში და ფეხ­ბურ­თი. ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მისი ყვე­ლა­ზე დიდი დაბ­რკო­ლე­ბა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბაა. ავტორი: ნინო გიგიშვილი

1
117
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
117
  
უკაცრავად ვინ გახდა???
0 1 1