x
მეტი
  • 30.01.2025
  • სტატია:139728
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512895
"თურმე ხაზარაძე იმისთვის ყოფილა ჩასული ვაშინგტონში.... ძალიან გაცეცხლებული ვარ. "- რამ აღაშფოთა ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, გუშინ, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ ვაშინგტონში ვიზიტის მიზეზთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ამერიკაში მისი გამგზავრების მიზეზის გამო აღშფოთებას ვერ მალავს:


"თურმე მამუკა ხაზარაძე იმისთვის ყოფილა ჩასული ვაშინგტონში, რომ ივანიშვილის რეჟიმის საყრდენ ბიზნესმენებს ადვოკატირება გაუწიოს. ძალიან გაცეცხლებული ვარ. ვინც ვერ ხვდება რა რეჟიმთან გვაქვს საქმე და რა დევს სასწორზე იმას რა უნდა საერთოდ პოლიტიკაში?


ზუსტი ციტატა ინგას გუშინდელი გადაცემიდან: "ჩვენ არ ვიყავით ჩასულები, რომ ვიღაცა დაასანქცირე, ამას არც ვიკადრებ, პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდით იმ ბიზნესსტრუქტურებს, კონკრეტულ პიროვნებებს კი არა, რომ გადარჩეს.


ინგას შეკითხვა: - იმ ბიზნესებს, რომელიც შეიძლება იმ სიაში იყოს? - დიახ, იმიტომ, რომ ამ ხალხის უკან... ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს, რომ შეიძლება არაპოპულარულია ახლა ამის თქმა, ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ... ათასობით ადამიანი მუშაობს.- თუ ვინმეს დაასანქცირებენ, ესე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, ძალიან სათუთი თემაა რა..."- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.







0
847
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
847