x
მეტი
  • 30.01.2025
  • სტატია:139727
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512895
აშშ-მ უკრინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა
image

შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება, ასევე პირდაპირი ორმხრივი ეკონომიკური მხარდაჭერა, იუწყება The Washington Post (WP) ამერიკელი კონგრესმენის თანაშემწეზე დაყრდნობით.


”აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებულებამ, როგორც ჩანს, შეაჩერა უკრაინის სამხედრო დაფინანსების უზრუნველყოფა”, - ნათქვამია სტატიაში.


WP წყაროს ცნობით, განკარგულება ასევე შეეხო ეკონომიკური მხარდაჭერის შეჩერებას, მაგრამ კიევისთვის საბიუჯეტო დახმარება ამჟამად მაინც გრძელდება.



მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ტრამპის ბრძანების შესაბამისად, გასცა ბრძანება სხვა ქვეყნების, მათ შორის უკრაინის დახმარების პროგრამების უმეტესობის დაფინანსების 90 დღით შეჩერების შესახებ.


გაყინულ პროექტებს შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)რომელიც მხარს უჭერს სკოლებს და აფინანსებს ჯანდაცვას, როგორიცაა დედათა გადაუდებელი დახმარება და ბავშვთა ვაქცინაცია. 2022 წლის 24 თებერვლიდან USAID-ის დახმარებამ 30 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.


უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას არ შეუწყვეტია და რომ შეზღუდვები მხოლოდ ჰუმანიტარულ პროგრამებს ეხება.


წყარო

0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0