x
მეტი
  • 06.02.2025
  • სტატია:139996
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513034
მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა
image

მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.როგორც ცნობილია ალეკოს გულთან დაკავშიორებული პრობლემები ჰქონდა.

მისი კოლეგა "პასეანსიდან" ლე­ვან ლე­ლაშ­ვი­ლი ამბები.GE-სთან ამ­ბობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იცო­და, რომ ალე­კო ბოლო დროს ცუ­დად იყო, არ ელო­და, რომ ეს შე­დე­გი დად­გე­ბო­და.


- ბოლო დროს ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ მქონ­და. გუ­შინ, ღა­მით გახ­და ცუ­დად, ოპე­რა­ცი­ას უკე­თებ­დნენ, მაგ­რამ ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. მა­ნამ­დე სტენ­ტი­რე­ბა ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ში­გა­და­შიგ მომ­დი­ო­და ამ­ბე­ბი, რომ ხან­და­ხან ცუ­დად ხდე­ბო­და, ერთხელ გა­და­ცე­მა­ზეც ვერ მი­ვი­და, მაგ­რამ ამას არა­ვინ არ ელო­და.


- თა­ვად რას ამ­ბობ­და, ცუ­დად ყოფ­ნა­ზე.

- ყვე­ლა ვხდე­ბით ცუ­დად... არა­ფერს იმ­ჩნევ­და.

"ჩემი ალეკო თეთრაშვილი აღარ მყავს", - წერს მომღერალი დათო არჩვაძე და აქვეყნებს ვიდეოკადრებს "რუსთავი 2-ის" ეთერიდან, სადაც თეთრაშვილი, დათო არჩვაძის საესტრადო კაპელასთან ერთად, "თბილისოს" მღერის.


თეთრაშვილი იყო ერთ-ერთი ავტორი ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემის, „პა-სეანსის“, რომელიც 90-იან წლებში „მეორე არხზე“ გადიოდა.



გადაცემის სატირული სკეჩები აღწერდნენ თანადროული საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ პრობლემებს. გადაცემა აღწერდა ისეთი თემებს, როგორიც არის კორუფცია, „ძველბიჭობა“ და კრიმინალური ქცევა, პოლიტიკური პარტიების არაეფექტურობა, ეგზალტირებული პატრიოტიზმი, ეკონომიკური პრობლემები, უცხოპლანეტელებით აღფრთოვანება, მდარე ხარისხის პოპულარული მუსიკა და სხვა.


ალეკო თეთრაშვილი ასევე იყო სხვადასხვა იუმორისტული პროექტისა და გადაცემების მონაწილე.


0
150
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0