x
ვარსკვლავების ფარდაახდილი უსიამოვნებები
ვარსკვლავების ბედნიერი სახეების მიღმა ისეთი უსიამოვნო ფაქტებიც არსებობს, რომელსაც ისინი საგულდაგულოდ მალავენ, მაგრამ ბევრს როდი გამოსდის, საკუთარ გარდერობში გამოკეტოს ყველა ის უბედურება და ნაკლოვანება, რაც საზოაგადოებაში მის იმიჯს შეარყევს. დიდი მონდომების მიუხედავად ამას ყველა ნამდვილად ვერ ახერხებს.

imageანეჯელინა ჯოლი და მამამისი ჯონ ვოიტი

ანჯელინასა და მამამისს შორის კონფლიქტი 2002 წელს დაიწყო, როდესაც მათ პრესაში ერთმანეთზე სხვადასხვაგვარი განცხადებები გააკეთეს. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა ჯონ ვოიტა განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ისტერიკული იყო და მიანიშნა, რომ მას ფსიქიკური გადახრის ბევრი ნიშანი ჰქონდა. ანჯელინამ, თავის მხრივ, მამა სხვა ქალთან ურთიერთობაში დაადანაშაულა, იმ დროს როდესაც ის ოფიციალურად დედამისის ქმრად ითვლებოდა და მასთან ცხოვრობდა.
ამ ამბების შემდეგ მამა-შვილი წლების განმავლობაშ აღარ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ურთიერთობა მხოლოდ გასულ წელს აღსდგა, როდესაც ბრედ პიტმა შუამავლის როლი იკისრა და საყვარელ ქალსა და მამამისს ვენეციაში ფილმ"ტურისტის" გადაღებებისას შეხვედრა მოუწყო.
ახლა ჯონ ვოიტი შვილიშვილებით ტკბება და დიდ დროს ატარებს მათთან.
image- ჩემი ცხოვრება წამირად შეიცვალა, დავუბრუნდი ჩემს ქალიშვილს და მის ოჯახსს. ჩემი და ენჯის შერიგება ნამდვილი სასწაულია. მადლობა ღმერთს, ისე არ წავედი ამ ქვეყნიდან, რომ ჩემს შვილს არ შევრიგებოდი. - გახარებულია ვოიტი.



მადონა და მისი ძმა ენტონი ჩიკორე
image

იმ დროს, როდესაც მადონა ზრდის შვილებს, ყიდულობს ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, დასასვენებლად დადის თავის ახალგაზრდა ბოიფრენდთან ერთად, მისი ღვიძლი ძმა ქუჩურ ცხოვრებას ეწევა და მუდმივად ახალ-ახალ პრობლემებს უქმნის. პოპვარსკვლავის 55 წლის ძმა, ენტონი ჩიკონე, 18 თვე მიჩიგანის ხიდის ქვეშ ცხოვრობდა და ზუსტად არავინ იცის თუ რატომ აღმოჩნდა ის უსახლკარო.
ბოლო მომენტამდე ენტონი იმ საგვარეულო სახლში ცხოვრობდა და მუშაობდა, სადაც მადონას სახლობის ღვინოს უშვებდნენ, მაგრამ 2 წლის წინ იქედან გამოაგდეს!
image
- ჩემმა ოჯახმა ზურგი მაშინ მაქცია, როცა რთული პერიოდი დამიდგა. ჩემნაირ მდგომარეობაში შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდესს. დღეს მე არანაირი შემოსავალი არ მაქვს. იძულებული ვარ ცარიელი ბოთლები და ქილები ვაგროვო და მხოლოდ იმ ადამიანების გულკეთილობის იმედად ვიცხოვრო, რომლებიც მაწანწალებს ეხმარებიან. - აცხადებს ენტონი

და-ძმა არაფერს ამბობენ იმ კონკრეტულ მიზეზებზე რამაც ენტონი მაწანწალად აქცია. ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით კი, 2007 წლიდან 2011 წლამდე მადონამ 280 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.ის ქვემოქმედებასაც ექევა, მაგრამ ამას ყოველთვის არ მოაქვს სასურველი შედეგი. მაგალითად მარტში 3.8 მილიონი დოლარი გაიღო მალაიზიაში ღარიბი ოჯახების ქალიშვილებისთვის სპეციალური კერძო სკოლის ასაშენებლად და როგორც გაირკვა, ეს ინიციატივა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.


ჯენიფერ ენისტონი და დედამისი, ნენსი ენისტონი
image
მათ შორის კონფილიქტი 1999 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც ნენსი ენისტონმა გამოსცა წიგნი "დედისგან ქალიშვილსა და მეგობრებს". წიგნში ნენსი იმდენად გულახდილად ყვებოდა თავისი გოგონას ბავშვობისა და ქალიშვილების წლებზე, რომ ჯენიფერი კარგახანს ინტერვიუებში დედამისს ფსიქიკურად დაავადებულს უწოდებდა.
დედა-შვილს შორის იდილია არასდროს ყოფილა. როცა მშობლები დაშორდნენ, ჯენიფერი 9 წლის იყო და სიგიჟემდე უყვარდა მამა.
- ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი მომთხოვნი ადამიანი, როგორიც დედაჩემია. მისი ჩემს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება შიზოფრენიას უფრო ჰგავდა. ძალიან პატარა ვიყავი, რომ უმადურ საშინელებას მეძახდა. მისი პირიდან ისმოდა სიტყვები:
უშნო, სქელი, მოუხერხებელი.. ბავშვობაში ერთი ტკბილი სიტყვაც არ მახსოვს. სამაგიეროდ ყოველდღე მიმეორებდა, შენი თვალები ცხვირთან ძალიან ახსლოსაა, სახე ზედმეტად განიერი გაქვს და საერთოდ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მამაშენივით საშინელი პირი გაქვსო. - იხსენებს მსახიობი
image
წიგნის გამოსვლის შემდეგ ჯენიფერმა საერთოდ აკრძალა დედამისზე საუბარი. როცა ის უკვე წარმატებულ ნაბიჯებს დგამდა ჰოლივუდში, დედამისი ავარიაში მოჰყვა და იმის გამო, რომ მკურნალობის საშუალება არ ჰქონდა, ღარიბებისთვის განკუთვნილ უფასო საავადმყოფოში მოხვდა.

დრიუ ბერიმური და დედამისი ჯეიდ ბერიმორი
image

დრიუს ბავშობამ ბოჰემურ წვეულებებსა და ჰიპების გარემოცვაში ჩაიარა. სათამაშოების ნაცვლად გოგონა ლუდის ცარიელი ბოთლით ერთობოდა და მისი მშობლების მეგობრები მისი მეგობრებიც იყვნენ. 13 წლის დრიუ ყველაზე ახალგაზრდა ნარკომანი და ალკოჰოლიკი იყო ჰოლივუდში. ეს ყველაფერი სულ არ ადარდებდა დედამისს.
ერთხელ, საღამოს, დრიუსთან სტუმრად მისი მეგობარი, დევიდ კრობსი მივიდა და გოგონა იატაკზე უგონოდ დაგდებული იპოვა, მის გვერდით კი იატაკზე კოკაინი იყო მობნეული. სასწრაფო დახმარებამ დიუ გადაარჩინა, ნარკოლოგიური კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კი მან დაიწყო მემუარების წერა, სახელწოდებით "პატარა დაკარგული გოგონა"image

გამოჯანმრთელებისთანავე დრიუმ სასამართლოში სარჩელი შეიტანა დედამისის წინააღმდეგ, მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა და პროცესი მოიგო კიდეც. თავის მხრივ, არც ჯეიდი ჩამორჩა შვილს. როცა მიხვდა, რომ დრიუზე კონტროლი საერთოდ დაკარგა, მანაც გამოსცა მემუარები, სადაც თამამად ყვებოდა, რომ მისი 8 წლის ქალიშვილი სექსუალურ თამაშბს უტარებდა მსახიობ უორენ ბიტს, გარდა ამისა, დედამ შვილის ყველა image
სათამაშო აქუციონზე გაიტანა.




ლინდსი ლოჰანი და მამამისი მაიკლ ლოჰანი
image



მამა-შვილის ომი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2007 წელს მაიკლი ცოლს, დინა ლოჰანს გაშორდა. მშობლების კონფლიქტში ლინდსიც ჩაერთო და მამამისი ფიზიკური ძალადობისა და ცოლის ღალატში დაადანაშაულა.image

ოჯახის დანგრევის შემდეგ მაიკლის ბიზნესი ცუდად წავიდა და საბოლოოდ მსახიობის მამა ციხეშიც მოხვდა. იქ მან ხატვა დაიწყო. ერთ-ერთ ნახატში კი ყველაფერი ასახა, რაც მისი ქალიშილის ცხოვრებას აფუჭებს. სურათში ასახულნი იყვნენ ეშმაკი პაპარაცები, პროდიუსერები და რამდენიმე უცნობი ადამიანი. მსახიობმა სასამართლოში მოითხოვა, რომ მამამისისთვის მასთან ყველანაირიურთიერთობა აეკრძალათ.image

ციხიდამ გამოსვლის შემდეგ მაიკლმა უამრავი სკანდალური ინფორმაცია გააკეთა თავის ქალიშვილზე. ერთხელ კი პირდაპირ აღიარა, რომ ლინდსის შიდსი აქვს. ამის საპასუხოდ მსახიობი ამბობს, რომ მამაისი კლინიკური გიჟია, რომ მას არასოდეს მიუღია მონაწილეობა შვილის აღზრდაში, პირიქით, იგი მას აშინებდა.


0
260
5-ს მოსწონს
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0