x
მეტი
  • 30.01.2025
  • სტატია:139739
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512895
ჭარბი წონის მოცილება სოდით

არ არსებობს სხვა ისეთი პროდუქტი, რომელიც 1 დოლარზე ნაკლები ღირს, მაგრამ იმაზე მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე რამდენიმე ძვირად ღირებულ პროდუქტს ერთად აღებულს. სოდით შესაძლებელია თავის დაბანა, ისევე კარგად, როგორც შამპუნით, შეიძლება საჭმელში დამატება, სხვადასხვა ნივთების გარეცხვა და ზოგიერთი დაავადების მკურნალობის პროცესში გამოყენება. მისი საშუალებით, ასევე შესაძლებელია საკმაო თანხის დაზოგვა, საყოფაცხოვრებო საჭიროების ქიმიურ საშუალებებზე.


image


და ყველაზე მთავარი – სოდით ჭარბი წონის მოცილებაც შეიძლება. ხოლო, სასურველი ეფექტის მისაღებად, სოდიანი წყალი, მშიერ კუჭზე, დილის 6-დან – 7 საათს შორის ინტერვალში უნდა მიიღოთ, საუზმემდე 25-30 წუთით ადრე.

სოდიანი წყალი ლიმონით, გარდა იმისა, რომ კარგ შედეგს იძლევა ჭარბ წონასთან ბრძოლის საქმეში, ასევე არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გამოჰყავს ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმიდან და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

მომზადების წესი კი ასეთია: ცხელ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი (პირველ დღეებში, უფრო ნაკლები, რომ ორგანიზმი შეეჩვიოს) სოდა და რომ შეგრილდება, მიღების წინ, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.

მკურნალობის კურსი – 2 კვირაა. შემდეგ, 2 კვირა უნდა შეისვენოთ და ისევ ამ გრაფიკით გააგრძელეთ.


P. S. კარგი იქნება, თუ სოდიანი წყლით მკურნალობის პერიოდში, სოდის აბაზანებსაც მიიღებთ!

ისევე, როგორც ზემოთ ხსენებული სოდის კოქტეილი, სოდის აბაზანაც 14 დღის მანძილზე უნდა მიიღოთ, ანუ ყოველ დღე. წყლის ტემპერატურა 38 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს და აბაზანაში 125 გრ. სოდასთან ერთად, 150 გრ. ზღვის მარილიც უნდა გახსნათ.

მარილებიანი წყალი კანის ფორებს ასუფთავებს და ორგანიზმს ჭარბი წონის მოცილებაში ეხმარება. გარდა ამისა, ცელულიტს ამცირებს, კანს ამკვრივებს და ალამაზებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რამდენი და რომელი ენები იცოდა სტალინმა?

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 21 (25 ფოტო)

* რეალური, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი ფაქტები

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0