თუ რუსეთ-უკრაინის ომი დღევანდელ მდგომარეობაში გაიყინა, რუსეთი წარმოუდგენელ მოგებას ნახავს უკრაინისგან განსხვავებით
ომი ზოგადად საშინელებაა, მით უფრო მაღალტექნოლოგიური ომი, რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს.
ბირთვული ქობინის გარდა პრაქტიკულად გამოყენებულია ყველა სახის შეიარაღება, იქნება ეს აკრძალვის გარეშე არსებული თუ კონვენციებით აკრძალული. შესაბამისად ადამიანური დანაკარგები ორივე მხარეს კოლოსალურია, იქნება ეს სამხედროები თუ სამოქალაქო პირები. რუსულ მხარეს სამხედროების მხრივ მეტი დანაკარგები აქვს, რადგან ომის წარმოების თავისებურებების გამო რუსეთი 3 ეშელონად აწარმოებდა შეტევით ბრძოლებს, რასაც უზარმაზარი მსხვერპლი მოსდევდა და მოსდევს რუსულ მხარეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს თითქოს უკრაინელები უკვდავები არიან და მათ არა აქვთ დანაკარგები, ამის თქმას მხოლოდ დილეტანტი ან უკრაინელების ფანატიკოსი მხარდამჭერი თუ იტყვის და დაწერს.
ასეულობით ათასი უკრაინელი უკვე შეიწირა ამ ომმა და კიდევ რამდენ ათასს შეიწირავს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებამდე, არავინ იცის.
რუსეთს ძალიან აწყობს ომი შეწყდეს დღევანდელი რეალობით, უკრაინის ომი ამ მდგომარეობაშიც, რომ შეწყდეს, რუსებს უკვე აქვთ უკრაინის წიაღისეულის 50% მის კონტროლქვეშ, რაც დაახლოებით 12 ტრილიონზე მეტია.
რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ამ ომში გაღებული ფინანსური დანახარჯები უკვე ამოღებული აქვს და კიდევ რამდენს მოიგებს მის კონტროლქვეშ არსებული უკრაინული წიაღისეულის მიღებით არავინ იცის, რადგან დასავლურმა სანქციებმა არ და ვერ იმუშავა, მიზეზი კი ერთია-იგივე დასავლეთი საკუთარი ეკონომიკის დონის შესანარჩუნებლად საჭიროებს ნედლეულს, ეს ნედლეული კი გააჩნია რუსეთს, შესაბამისად საშუამავლო კომპანიების მეშვეობით შეუფერხებლად იღებს რუსეთიდან ფერად ლითონებსაც, აირსაც, ნავთობსაც და უამრავ სხვა რამესაც.
რუსეთს არასდროს არ ადარდებდა ჯარისკაცის ბედი, რადგან ჯერ რუსეთის და მერე რუსეთის იმპერიის დროს, ადამიანური რესურსის დეფიციტი არასდროს ჰქონია.
ახლაც უკრაინაში ბურიატები, დაღესტნელები და ისეთი ეთნოსების წარმომადგენლები შეაწყვიტეს რუსეთს, ვინც ინტელექტით დიდად არ გამოირჩევიან, სამაგიეროდ ბრძოლისუნარიანები არიან.
ერთი სიტყვით ნებისმიერი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის ინტერესებშია ამ მგომარეობაში კონფლიქტის გაყინვა დიდი ხნით, რადგან როგორც უკვე ავღნიშნე, ეკონომიური თვალსაზრისით ომის დანახარჯებს ინაზღაურებს უკრაინის ბუნებრივი წიაღისეულის 50%-ზე კონტროლის აღებით.