საზოგადოება "საპატრიარქოდან ხმა გამოვიდა...." - რას წერს მეგი გოცირიძე 28 იანვარი, 10:13
ყოფილი დეპუტატი, მეგი გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავისი დეპუტატობის დროინდელ ერთ ისტორიას იხსენებს, სადაც სახელმწიფო მინისტრად მომუშავე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავა ფიგურირებდა:
"არაერთხელ მაქვს მოყოლილი ეს ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავწერო, რომ 2005 წლის აპრილში, როცა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრად მუშაობდა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, მე დეპუტატი ვიყავი და ზედმიწევნით, ზუსტად მახსოვს, რამდენად ხშირად დაიარებოდა ცხინვალში…
ეს ის პერიოდია, როცა საპატრიარქოდან გამოვიდა ხმა, ხაინდრავა, კოკოითი და გია ვოლსკი (რომელიც ხაინდრავას მოადგილე იყო ), ნარკოტიკების გადამამუშავებელ ქარხანას ხსნიან ერთობლივადო… ნარკოქარხნის აშენება ვერ მოასწრეს, მაგრამ ხაინდრავა კი გაეხვა ნარკოსკანდალში…
ხაინდრავას, საღამოს 6 საათზე ჰქონდა შეხვედრა ბორის ჩოჩიევთან. ხაინდრავა და ედუარდ კოკოითის ორი თანამშრომელი სადილად წავიდნენ ერთ-ერთის სახლში. კერძოდ, ბორის ვალიევთან, რომელიც ადმინისტრაციაში სოციალურ საკითხებს კურირებდა. 6 საათისთვის ხაინდრავა ჩოჩიევთან მივიდა. ხაინდრავა სიცილით შევიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც ჩოჩიევი იჯდა. „ სახეზე ოდნავ აწითლებული იყო და ნიკაპსა და ყელის მიდამოებს იფხანდა. ყელიანი ჯემპრი ეცვა და ვიფიქრე, დასცხა-მეთქი. არადა აპრილის დასაწყისში, ცხინვალში ციოდა-გვიყვება თვითმხილველი .
ხაინდრავა ჩოჩიევთან შევიდა… 15 წუთი არ იყო გასული, რომ შეშინებული ჩოჩიევი ყვირილით გამოვარდა კაბინეტიდან – ჩქარა ექიმი! ჩოჩიევის ოთახში, ადმინისტრაციის ლამის ყველა თანამშრომელმა მოიყარა თავი. სკამი, რომელზეც ექსმინისტრი იჯდა, გადაყირავებული იყო, ხაინდრავას მოსულიერება ერთ-ერთმა თანაშემწემ იკისრა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ერთადერთი ენა ამოუწიეს და კბილებშუა საკანცელარიო დანა ჩაუდეს, რომელიც იქვე მაგიდაზე იდო. ამ დროს ექიმიც მოვიდა, მან რაღაც ნემსი გაუკეთა ხაინდრავას, მაგრამ გონს ვერ მოიყვანა. ამიტომ გახდა საჭირო მთავარი ნარკოლოგის ჩარევაო-გვიყვება იქ მყოფი მაღალჩინოსანი…
ეს ის პერიოდია, როცა ხაინდრავა ხელისუფლების კრიტიკას შეფარვით იწყებს იმის შიშით, რომ ეს ამბავი გახმაურდება და სკანდალურად დაატოვებინებენ თანამდებობას! მისი მთავარი არგუმენტი კი მაშინ სწორედ ცხინვალის კონფლიქტის საკითხი იყო და არგუმენტად მოჰყავდა, თითქოსდა მისი მისვლით, კონფლიქტის მოგვარების საკითხში ძვრები შეიტანა, სააკაშვილი კი საქმის ბოლომდე მიყვანას საშუალებას არ აძლევდა….
ხაინდრავა გააგდეს თანამდებობიდან და თუ რატომ არ დააპატიმრეს, ამაზე ბევრჯერ მაქვს პასუხი გაცემული და მგონი ადვილი მისახვედრია…."– წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.
|