სხვა ვირთხები მაცივარში და 7 წლის პროდუქტები: ნიუ-იორკელებმა შეიტყვეს საშინელი სიმართლე მათი საყვარელი მაღაზიის შესახებ 27 იანვარი, 19:47 ![]() ვციტირებთ ინსპექტორების საჩივარს სასამართლოში: რიჩარდ ბოლი, ნიუ-იორკის შტატის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის კომისარი. "მაღაზიის შემოწმების შედეგად გამოვლინდა მძიმე ანტისანიტარია, კერძოდ: - ძეხვს, ბეკონს, ხორცს, ყველს, შებოლილ ორაგულს სარეალიზაციო ზონაში და სამზარეულოს მაცივარში აქვს დაღრღნის ნიშნები. ![]() - თაროებზე და მაცივრებში მოთავსებული პროდუქტები გახრწნილია- ამას მოწმობს მათ ზედაპირზე და შიგნიდან გაჩენილი ობი, გაბერილი პაკეტები და ხრწნადი სუნი. მაგალითად: 23 კილოგრამი "ბრის" ყველი წარმოებულია 2018 წელს. ![]() დარბაზში დელიკატების ვიტრინა დაფარული იყო მუქი ფერის ჭუჭყით, ჟანგით და მღრღნელების ნარჩენებით. ![]() სამზარეულოს მაცივარში ცოცხალი ვირთხებია აღმოჩენილი: ერთი ზრდასრული და ექვსი წრუწუნა. მზა კერძების მოსამზადებელი დახლიდან ორი ვირთხა გაიქცა დახლების ზემოთ ჩამოშვებულ მილებს შორის. სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ მკვდარი ვირთხა იპოვეს. ![]() გაყიდვების ზონაში, კარტოფილის ყუთების უკან, სამზარეულოს სამაცივრო კამერის იატაკზე და დელიკატესებით გამოფენილი ვიტრინების წინ, სარდაფში მარცვლეულის ტომრებს შორის, საკვების დასალაგებელ პადონებზე, 500-750 ცალი ვირთხის გამხმარი და ახალი ცურცლი იქნა აღმოჩენილი. ![]() პროშუტოს ყუთები ვირთხების სოროებად არის ქცეული, რომლებიც დამზადებულია მუყაოს ნაჭრებისგან და პლასტიკატის პაკეტებისგან. ![]() ვითხოვთ, ბრალდებულს სამუდამოდ მოეხსნას სასურსათო მაღაზიის ოპერირება“. ჩვენ გადავხედეთ, რა მიმოხილვები დატოვეს მომხმარებლებმა ინტერნეტში სუპერმარკეტის შესახებ. უამრავი საქებარი სიტყვებია : „აქედან ყოველთვის იმარაგებ ყველსა და სხვა პროდუქტებს, რომელიც ნერწვის მომდენია“. "ჭერამდეა დაწყობილი მრავალფეროვანი და გემრიელი კერძები." მაგრამ არის საშინელი კომენტარიც: „ამ დილით ყველის თაროს ქვეშ ვირთხა დავინახე. მე ვუთხარი ამის შესახებ თანამშრომელს, რომელიც ქილებს ალაგებდა, მან კი უბრალოდ ხელი ჩაიქნია“. კიდევ რამდენიმე კომენტარში უჩივიან... გაუთავებელ რიგებს. ზოგადად, ამერიკელების უმეტესობა ვირთხების დაღრღნილ ძეხვს მიირთმევდა და ყველზე ობს მაღალ სტანდარტის ნიშნად თვლიდა. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი:დაიხურის მაღაზია ერთი თვით, საქმის უფრო დეტალური მოსმენების ჩატარებამდე. მაგრამ თავხედმა მეპატრონეებმა ის კიდევ ერთი კვირა არ დახურეს, სანამ ჟურნალისტებმა განგაში არ ატეხეს. სუპერმარკეტის მენეჯერმა, სიტუაციაზე კომენტირებისას, მხოლოდ თქვა: ”დიას, ცოტა მივუშვით. მაგრამ გამოვასწორებთ!” 213 3-ს მოსწონს
|