საქართველო "აბა დაიგინე რომ არ კანკალებდი ციხეში... შე ბასანოჟკო" - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი 27 იანვარი, 18:39 "ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თბილისში დაბრუნებული "ქართული ოცნების" პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას ქარდს პირად გვერდზე აზიარებს და წერს:"აბა დაიგინე რომ არ კანკალებდი აბუდაბის ციხეში სანიკიძესთან ერთად შე ბასანოჟკო!"- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ ბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. ადგილზე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაულიც, რომელმაც ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს. მათთან ერთად იმყოფებოდნენ მათი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე და მოქალაქე გიორგი გოგოლაძეც. ინციდენტი აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორან "La Terrazza"-ში მოხდა. საქართველოში დაბრუნებული ზარქუას თქმით, ის აბუ-დაბის სასამართლომ დააჯარიმა, თუმცა არ ასახელებს ჯარიმის ზუსტ ოდენობას. მისი სიტყვებით, თანხა ადგილზე მეგობარმა გადაიხადა, თავად კი ამ 3-4 ათასი დოლარის გადახდას რამენაირად მოახერხებს.ცნობისთვის, ზარქუა და სანიკიძე თავს დაესხნენ მოქალაქეს, რომელმაც წინა დღით აბუ-დაბიში მათ "მოღალატე" უწოდა.520 შეფასება არ არის |