x
მეტი
  • 29.01.2025
  • სტატია:139686
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512885
"ჩვენ, როგორც ქვეყანა მალე გავფართოვდებით“-ტრამპმა აშშ-ს უახლოეს მომავალზე ისაუბრა
image


ახალი პრეზიდენტი კვლავ გრენლანდიასა და კანადაზე ოცნებობს.

ლას-ვეგასში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ მათი საზღვრები გაფართოვდება. მისი თქმით, აშშ-ის ტერიტორია შესაძლოა მალე მნიშვნელოვნად გაიზარდოს.


პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა აშშ-ს მოსახლეობა, რომ ქვეყნის ზომაში გაიზრდება.


მაგრამ ტრამპმა არ გაამჟღავნა, როგორ მოხდება ეს.


მან ორჯერ გაიმეორა, რომ „ჩვენ, როგორც ქვეყანა მალე გავფართოვდებით“.


"უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს", - დაპირდა მსმენელებს დონალდ ტრამპი.


ის ასევე დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა და დანიის ზეწოლის მიუხედავად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან Air Force One-ის ბორტზე ისაუბრა.


„ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ საკითხის მოგვარებას გრენლანდიასთან. ჩემი აზრით, ჩვენი იქნება, მიმაჩნია, რომ გრენლანდიის მოსახლეობას ჩვენთან ყოფნა სურს“, - თქვა ტრამპმა.


ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ გრენლანდია უნდა გახდეს შეერთებული შტატების ნაწილი, რადგან კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ჩინეთისა და რუსეთისგან დაცვისთვის.


ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს. პოლიტიკოსი გრენლანდიის შესყიდვას გეგმავს.


მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ კანადა შეიძლება გახდეს აშშ-ის ახალი შტატი. ჟურნალისტებთან ბოლო გამოსვლაში პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ კანადა მთლიანად არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე.


ტრამპმი კანადას სუვერენულ ქვეყნად არ განიხილავს. ის დარწმუნებულია, რომ კანადა არის დამოკიდებული, რადგან იყენებს შეერთებული შტატების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. "ამერიკა კანადის გამო წელიწადში 250 მილიარდ დოლარს კარგავს", აღნიშნა პრეზიდენტმა.


„კანადა მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, ის არ შეიძლება იყოს [ცალკე] ​​სახელმწიფო“, - თქვა ტრამპმა.


მან უკვე შესთავაზა, რომ კანადა შეუერთდეს შეერთებულ შტატებს, დაჰპირდა მას მრავალ სარგებელს. მაგრამ კანადის ხელისუფლებამ უპასუხა, რომ ეს არასდროს მოხდება.


დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა მექსიკის ყურეს ამერიკულ ყურედ გადარქმევაზე.


„იცით რა? მექსიკა აღფრთოვანებულია, მათ თქვეს: "ეს შესანიშნავია", - თქვა ტრამპმა.


21 იანვარს დონალდ ტრამპმა მექსიკის ყურეს სახელი გადაარქვა და ამერიკის ყურე უწოდა, მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შინბაუმმა დაუყოვნებლივ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება.


ტრამპმა ასევე დააყენა საკითხი აშშ-ში TikTok-ის გაუქმების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას პლატფორმაზე „დაახლოებით 30 დღეში“ მიიღებს.

0
111
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0