შოუბიზნესი ყველაზე ბინძური და ზარმაცი ვარსკვლავები 31 იანვარი, 14:04 შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ კრებულს, სადაც მოცემული ცნობილები სულაც არ არიან ისეთი იდეალურები, როგორებსაც მათ ეკრანებიდან ვხედავთ ფილტრითა და "წითელი ხალიჩისთვის" სპეციალურად მომზადებულებს. ყველაზე ბინძური და ზარმაცი ვარსკვლავები1. ლინდსი ლოჰანი. ჩვენ ვნახეთ ლინდსი სხვადასხვა გარეგნობით. ნარკომანიის დროს და რეაბილიტაციის შემდეგაც კი. იმ რთულ პერიოდში მსახიობს აშკარად არ ჰქონდა დრო, რომ ეზრუნა საკუთარ თავზე. ამიტომ, შეშუპებული სახე და ჭუჭყიანი თმა გოგონას ერთგული თანამგზავრი იყო. თუმცა, ლინდსიმ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღო: მან წონაში დაიკლო და გარეგნობაზე ზრუნვა დაიწყო. ვნახოთ რამდენ ხანს გაგრძელდება. 2. კრისტენ სტიუარტი. ხალხი კრისტენ სტიუარტს ფეთხუმს ეძახის. მომხიბვლელი ვამპირი ბინდიდან არ ზრუნავს მის გარეგნობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. კრისტენს ადვილად შეუძლია სახლიდან გასვლა ჭუჭყიანი თმით და მოუწესრიგებელი ტანსაცმლით. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს გოგონა შანელის მოდის სახლის ერთ-ერთი სახეა. 3. ვანესა პარადი. ნამდვილი ფრანგი ქალი, შანელის მოდის სახლის სახე და, ბოლოს და ბოლოს, ქალი, ვისთან ერთადაც ჰოლივუდის ერთ-ერთმა ულამაზესმა მამაკაცმა, ჯონი დეპმა გაატარა თავისი საუკეთესო წლები... ვანესა პარადი შორს არის ცნება იდეალურისგან, თავის მოვლის თვალსაზრისით. დაუბანელი თმა, მაკიაჟის გარეშე ყოფნა და თვალების ქვეშ საშინელი მუქი წრეები - ასე ვხედავთ რეგულარულად ვანესას. 4. ჰელენა ბონემ-კარტერი. ჰელენა ბონემ კარტერის ყოველდღიურ სტილზე მხოლოდ ზარმაცებს არ უსაუბრიათ. ის შორს არის მაღალი მოდის სამყაროსგან და არ აინტერესებს რთული ვარცხნილობები და მაკიაჟის ტენდენციები. ის ქუჩაში გამოდის იმით, რაც ხელთ მოხვდება. და როგორც ჩანს, მსახიობს სავარცხელი საერთოდ არ აქვს. 5. კირსტენ დანსტი. კირსტენ დანსტი საკმაოდ პირად ცხოვრებას ეწევა და იშვიათად ჩნდება სოციალურ ღონისძიებებზე. მსახიობი თავის გარეგნობაზე დიდად არ ზრუნავს. რეალურ ცხოვრებაში გოგონა უხერხულად გამოიყურება, ხშირად ტოვებს სახლს დაბნეული და ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე. ერთ დღესაც პაპარაცებმა მოახერხეს ქუჩაში მოსეირნე კირსტენის დაჭერა... ის ფეხშიშველი იყო. 279 3-ს მოსწონს
|