საზოგადოებრივი რამდენი და რომელი ენები იცოდა სტალინმა? 28 იანვარი, 12:32 სტალინს უმაღლესი განათლება არ მიუღია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის თვითგანათლებაზე მუდმივად მუშაობდა და დღეს არსებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, იმ სამეცნიერო ცოდნის მიხედვით, რომელსაც ის ფლობდა, ჯერ კიდევ, 1920 წელს, ფილოსოფიის დოქტორი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, მან არაერთი ენაც იცოდა. იმით დავიწყოთ, რომ კითხვა ძალიან უყვარდა და ქართულ ენაში იმხელა ლექსიკური მარაგი ჰქონდა, რომ ახალგაზრდობაში, საბავშვო ლექსებსაც კი წერდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე, რუსეთში, რუსულ გარემოცვაში ცხოვრობდა, ენა არ დავიწყებია და ქართული აქცენტიც კი შეინარჩუნა. რუსული, სტალინმა, ბავშვობაში ისწავლა. ის დედამ მართლმადიდებლურ სკოლაში შეიყვანა და რადგან მღვდლობაზე ოცნებობდა, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩასაბარებლად, რუსულის ენის შესწავლა დაიწყო. სემინარიაში სტალინმა ფრანგული ენის საფუძვლებიც შეისწავლა და 1905-1912 წწ. სხვადასხვა ბოლშევიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებსაც ხშირად სტუმრობდა. მათ შორის, საფრანგეთში და შვეიცარიაში იყო. ის ადგილობრივებთან უპრობლემოდ ურთიერთობდა და იქაურ გაზეთებსაც კითხულობდა. ახალგაზრდობაში სტალინი გერმანულსაც სწავლობდა. სავარაუდოდ, ამ ენის შესწავლა მან, ჯერ კიდევ გორში დაიწყო. ხოლო შემდეგ, თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ის ამ ენას იმდენად კარგად ფლობდა, რომ მარქსის და ენგელსის შრომებს ორიგინალში კითხულობდა. სემინარიაში ახალგაზრდა სტალინს ლათინურს და ძველ ბერძნულსაც ასწავლიდნენ. ცხადია, რომ მას ეს ენები ცხოვრებაში არ გამოადგებოდა... თუმცა, კლასიკური ანტიკური ლიტერატურა, კარგად იცოდა და ხშირად, თავის გამოსვლებში, ძველი ნაშრომებიდან ფრაზებს ციტირებდა. ინგლისური შესწავლა კი, "ხალხის მამამ", უკვე ზრდასრულ ასაკში დაიწყო. 20–იანი წლების ბოლოს, მან გააცნობიერა რა, ანგლო-საქსური ენის სწრაფად მზარდი მნიშვნელობა, ამ ენის შესწავლა გადაწყვიტა. მან ლონდონიდან თვითშესწავლის სახელმძღვანელო გამოიწერა და როგორც შემდეგ გამოჩნდა, ჩანაფიქრი წარმატებით შეასრულა... როგორც მისი თარჯიმანი წერდა, სტალინი თავადვე ამოწმებდა და ფანქრით ასწორებდა მის წერილობითი თარგმანებს. ანუ, საბჭოთა ლიდერმა ინგლისური იმდენად კარგად იცოდა, რომ რუზველტთან და ჩერჩილთან მოლაპარაკებისას, ისმენდა, რასაც აშშ-ს და ინგლისის მეთაურები ერთმანეთში ჩუმად საუბრობდნენ... პრეზიდენტებმა კი, არც კი იცოდნენ, რომ მათ საუბარს სტალინიც ისმენდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საბჭოთა ბელადი ენებისადმი დიდ ინტერესს იჩენდა და ნამდვილი პოლიგლოტი იყო! არხის სხვა სიახლეები:* დიდი სფინქსის "უმცროსი ძმები"* არტეფაქტები წარსულიდან, რომელიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს* წონაში დაკლება მხოლოდ თითის მასაჟით, დიეტის და ვარჯიშის გარეშე* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები453 1-ს მოსწონს
|