x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქალს საოჯახო რელიკვიის გაყიდვა უნდოდა... და აღმოჩნდა, რომ ის არამიწიერი წარმოშობის იყო

არსებობს მრავალი საიდუმლო, რომელიც სხვადასხვა სამკაულს უკავშირდება. ეს ეხება ისტორიულ საიდუმლოებებს, მისტიკურ ისტორიებს და რთულ დეტექტიურ ლეგენდებსაც. აქ კი, უცნაურ ქვაზე მოგიყვებით, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ნამდვილ აღმოჩენად იქცა.


image


ეს ისტორია ასე დაიწყო: პაკისტანელმა ქალმა საკომისიოში, საოჯახო რელიკვია მიიტანა, რომ ცოტაოდენი თანხა მაინც მიეღო. მაღაზიაში ვერ დაადგინეს, თუ რა სახის მინერალთან ჰქონდათ საქმე და მისი მფლობელისთვის, ეს ოდენ "ძვირფასი" ქვა, უბრალოდ არ ჩაიბარეს. ამის შემდეგ, ულამაზესი მწვანე ქვის პატრონი, იუველირთან წავიდა. ეს უკანასკნელი, მინერალს 10 წუთზე მეტ ხანს ათვალიერებდა, მაგრამ ვერც ის მიხვდა, ხელში რა ეჭირა?! ქალმა ქვის ისტორია არ იცოდა. მისთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ საუკუნის წინ ის, მისმა ერთ–ერთმა წინაპარმა დააწახნაგა, ხოლო სად და როგორ მოიპოვეს, – უცნობი იყო.

ქალს ძვირადღირებული ანალიზის ჩასატარებლად ფული არ ჰქონდა. ამიტომ მან, ნაცნობის დახმარებით, ქვის ფოტო გაზეთში გამოაქვეყნა და მკითხველებს სთხოვა, რომ მის იდენტიფიცირებაში დახმარებოდნენ.

დაახლოებით, 1 კვირის შემდეგ, მას მინერალოგი გამოეხმაურა და უანგაროდ შესთავაზე დახმარება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის გეოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომელი იყო. კვლევა, თითქმის, 10 დღე გაგრძელდა. შეფერხების მიზეზი კი ის იყო, რომ ასეთი მახასიათებლების მქონე მინერალი, მინერალოგიის მსოფლიო მონაცემთა ბაზაში არ არსებობდა...

და ეს, ნამდვილი აღმოჩენა გახდა! გაირკვა, რომ ასეთი მინერალი, დედამიწაზე არ კი არა, ვერ იარსებებდა. ამის შემდეგ, საქმეში ქვეყნის ხელისუფლება ჩაერთო და ქვის მფლობელს, მის სანაცვლოდ, 150 საშუალო ხელფასის ოდენობის თანხა გადაუხადეს. ხოლო, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ამ ქვის ფორმირების პირობები, დედამიწისთვის არ არის დამახასიათებელი. მის სიღრმეშიც კი, ასეთი მინერალის წარმოქმნისთვის, წნევა და ტემპერატურა ძალიან დაბალია. უფრო მეტიც, მკვლევართა გამოთვლებით, მსგავსი მინერალის ფორმირებისთვის, მზის სისტემის პლანეტებზეც არ არსებობს საჭირო პირობები. ასეთი რამ, ასეთი მინერალის ფორმირება, მხოლოდ მზეზეა შესაძლებელი. თუმცა, კვლევის ავტორები თვლიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვარსკვლავიდან ამოფრქვეულ პლაზმასთან ერთად, გამოტყორცნილი მინერალი, ჩვენს პლანეტაზე ჩამოვარდნილიყო. მაგრამ, ასეთი ჰიპოთეზის გამორიცხვაც არ შეიძლება.

ამჟამად, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ამ მინერალის არსებობა დედამიწაზე, შემთხვევითობაა. სავარაუდოდ, ის აქ მეტეორიტს ჩამოჰყვა და მისი უკანასკნელი მფლობელის წინაპარმა, ის სრულიად შემთხვევით იპოვა და ვერც კი მიხვდა, თუ რამდენად ძვირფასი რამ მიიტანა სახლში.


imageარხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა, "ღმერთების" კარნახით ჩაწერილი, შუმერული ფირფიტები გაშიფრეს

* ახალგაზრდობის "ელექსირი" ჩვენს ორგანიზმშია... – მისი დონის გაზრდის უმარტივესი ხერხები

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 22 (25 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
206
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0