x
მეტი
  • 27.01.2025
  • სტატია:139654
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512864
დააკავეს მერისა და სახანძროს მოადგილეები და სასტუმროს მფლობელი, ასევე მენეჯერები
image

.

თურქეთის ქალაქ ბოლუში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმრო გრანდ კარტალში ხანძრის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ხანძრის შედეგად დაკავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. გამოძიების ფარგლებში დააკავეს ქალაქ ბოლუს მერის მოადგილე სედათ გიულნერი და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადგილობრივი ხელმძღვანელის მოადგილე კენან კოშკუნი. გარდაცვლილია 76 ადამიანი დაშავდა მრავალი დამსვენებელი.

.

როგორც თურქული მედია წერს, სასტუმროს რესტორნისთვის 19 დღის წინ მიცემულ შესაბამისობის სერტიფიკატზე სედათ გიულნერის ხელმოწერაა. უსაფრთხოების შემოწმების დოკუმენტი 2025 წლის 2 იანვარს გაიცა.

.

ბოლუს მერმა ტანჯუ ოზჯანმა თქვა, რომ ეს დოკუმენტი არ გადაეცა სასტუმროს, არამედ სასტუმროსთან მიმაგრებულ კაფეს, ამიტომაც ის არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას. მერი მზად არის ბრალდებების წინაშე დადგეს და საჭიროების შემთხვევაში გადადგეს და ამტკიცებს, რომ ზომები მიიღეს. მისი თქმით, მათ არ აქვთ სასტუმროების შემოწმების უფლება.

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0