x
მეტი
  • 25.02.2025
  • სტატია:140518
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513360
ერთი ფოტოს ისტორია(ნაწილი 2)
imageალბათ ბევრს შეგხვდათ სოციალურ ქსელებში ეს ფოტო, სადაც პოლ მაკარტნი ბრეჟნევს აკორდს ასწავლის, ფოტოს სხვადასხვა მინაწერი აქვს, მაგალითად ერთ-ერთია "ბიტლზის საიდუმლო კონცერტი კრემლში, რის შემდეგაც დაიწერა სიმღერა "Back in USSR"-რა თქმა უნდა ეს ფოტომონტაჟია და მხოლოდ გულიან სიცილს თუ იწვევს.


სინამდვილეში ვინ არის ასახული ორიგინალ ფოტოზე?



ეს ფოტოები გადაღებულია 1964 წლის 9 თებერვალს ნიუ-იორკში, სადაც Beatles პირველი გამოჩნდა ედ სალივანის შოუში და პიროვნება, რომელსაც პოლი უჩვენებს აკორდს გიტარაზე (და რომელსაც შემდეგ ფოტოშოპით ბრეჟნევის თავი დაადეს) სხვა არავინაა, თუ არა თავად ედ სალივანი, პოპულარული ამერიკელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილი იყო თავისი შოუთი, სადაც მან აღმოაჩინა მრავალი მუსიკალური ტალანტი.

image


23 წლის განმავლობაში, როცა მისი პროგრამა გადიოდა ეთერში, მაყურებელი ტელევიზორის ეკრანებზე იყო მიჯაჭვული. სალივანი ამჩნევდა ნიჭიერ დამწყებ მსახიობებს, კომიკოსებს და მუსიკოსებს, იწვევდა თავის შოუში, სადაც მათ ეცნობოდა სატელევიზიო აუდიტორია. შოუზე მიწვეულები იყვნენ Rolling Stones, ელვის პრესლი, ლუი არმსტრონგი, ჯეიმს ბრაუნი, The Byrds, The Doors, The Animals და სხვები.


რა თქმა უნდა, მათ სიაში აღმოჩნდა The Beatles-იც. ედმა დააფიქსირა "ბითლზი" ჰითროუს აეროპორტში, როცა ისინი შვედეთში გამართული გასტროლებიდან ბრუნდებოდნენ. თვითმფრინავის ირგვლივ მღელვარე ფანების ბრბოს დანახვისას მან გადაწყვიტა, რომ ეს ბიჭები მის შოუში უნდა ყოფილიყვნენ და ასეც მოხდა. 10 000 დოლარმა შეასრულა თავის საქმე და ბრაიან ეპშტეინი, "ბითლზის" პროდიუსერი, დათანხმდა.

image

სალივანმა 9-ში გაარტყა.მალე არა მარტო ევროპაში, არამედ აშშ-შიც გავრცელდა ახალი დაავადება - ბიტლომანია. სწორედ ამიტომ, წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა გადაცემის იმ ეპიზოდმა, რომელშიც "ბითლზები"გამოდიოდნენ (მას 73 მილიონმა ადამიანმა უყურა). აღსანიშნავია, რომ ამ დღეს, 1964 წლის 16 თებერვალს, როცა შოუ ეთერში გავიდა, აშშ-ში დანაშაული მინიმუმამდე იყო დასული, რადგან "ბითლზის" გამოსვლას ყველა მკვლელი, მანიაკი და ქურდიც კი უყურებდა!


ლივერპულის ოთხეული იმ ღამეს წარმოუდგენლად პოპულარული აღმოჩნდა, შოუში წარმოდგენილი იყო ისეთი ჰიტები, როგორიცაა "All My Loving", "Till There Was You", "She Loves You", "I Saw Her Standing There" და ""I Want To Hold Your Hand"


ასევე იხილეთ:ერთი ფოტოს ისტორია

0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0