საქართველო
"დედა რა იყო ეს ა?? ვინ უნდა დაიჭიროთ ახლა, აბა რას მოიგონებთ"- რას წერს თაკო ჩარკვიანი
25 იანვარი, 16:38

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი", თაკო ჩარკვიანი გადახდის აპარატებში საპროტესტო ხმების გაჟღერებას "ფეისბუქის "პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"აი ამას ჰქვია “დაბომბვა” 

ეს რა დღეში ჩავარდით “ხელისუფლებავ” .
დედა რა იყო ეს ა??
ვინ უნდა დაიჭიროთ ახლა, აბა რას მოიგონებთ “მომაკვდინებლად სასაცილოს” რითი გააკვირვებთ მსოფლიოს? ა ბ ა ჰე 

ე ბიჭო აბაზანაც გადაამოწმეთ, "კაბინეტებშიც", სახლშიც, მანდაც რაიმე ხმა ხომ არ ისმის, აპარატების არ იყოს, ონკანიდანაც ხომ არ ისმის?! რა იცით, რა ხდება თქვენს მიერ ჩამონგრეულ სახელმწიფოში?!"-წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, რომ თბილისის ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები, 24 იანვარს, დილის 10 საათისთვის, მოულოდნელად "ალაპარაკდნენ". უწყვეტი პროტესტის მესიჯებად ქცეული ფრაზები ავტობუსში 5 საათის მანძილზე ისმოდა.
თავიდან, ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა - გაოცებული მოქალაქეები მოლაპარაკე აპარატების ვიდეოებს აქვეყნებდნენ. საპროტესტო მესიჯების გასაჩერებლად აპარატების გათიშვა გახდა საჭირო. შედეგად - საჯარო ტრანსპორტის მგზავრები ფულს ვეღარ იხდიდნენ და უფასოდ მგზავრობდნენ.
მომხდარი მერიამ თავიდანვე კიბერთავდასხმად შეაფასა. შს სამინისტრომაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას“ გულისხმობს.