x
image
თამარ ზვიადაძე
პუტინი: იმედი მაქვს მეზობლებთან მეგობრულ ურთერთობებს დავამყარებთ
image




რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს უმასპინძლა. შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ კავკასიაში სიტუაცია იცვლება და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ წავა. აგრეთვე მან აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის დახმარებას და ინვესტიციების ჩადებას.


აი რა განაცხადა პუტინმა:

-სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეების 80% ამავდროულად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც არიან. ამიტომ ჩვენთვის, ცხადია, სულერთი არ არის რა ხდება ცხინვალში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე, ბიუჯეტზე და ინვესტიციებზე. ახლა კავკასიაში სიტუაცია იცვლება. იმედი მაქვს, რომ უკეთესობისკენ. მჯერა რომ მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ჩვენს ყველა მეზობელთან შევძლებთ.


ლეონიდ თიბილოვმა კი უპასუხა:


- სამხრეთ ოსეთის ხალხს ახსოვს ის ქმედებები, რომლებიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელა. ჩვენ განვითარება და აშენება გვსურს, ამას კი თქვენი დახმარები განვახორციელებთ.

0
160
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარ ზვიადაძე
თამარ ზვიადაძე
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0