საზოგადოება
“გააკეთეთ რამე, თბილისი!” - რა ინიციატივით გამოდის გია ხუროშვილი
დღეს, 10:34
ამერიკაში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი მსახიობების გაფიცვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას მსახიობების დახმარებისკენ მოუწოდებს:
"ხალხო, დააორგანოზეთ მსახიობების დახმარება. გაუქმებულ სპექტაკლზე ბილეთი ვიყიდეთ, გავაფრთხილე ბილეთები. ჯი ეს შემოწირულობა იყო, მაგრამ ფული უკან დამიბრუნეს!
დავეხმაროთ ამ მსახიობებს, ამათი შემოსავალი ხომ მხოლოდ თეატრია! თითო ემიგრანტმა თითო ბილეთი რომ ვიყიდოთ ეს 10ია არ დაგვაქცევს!
გააკეთეთ რამე, თბილისი!"- წერს გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ აქცია-პერფორმანსი, ე.წ. სახალხო მანიფესტი გაიმართა.
"ახალი თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის განცხადებით, მსახიობები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონებში გავლენ.
"ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ!" - განაცხადა დოიაშვილმა. მისივე თქმით, დღემდე ეცადნენ "დიალოგი გამოენახათ" პროკურატურასთან, თუმცა "პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია".
ცნობისთვის, უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.