x
მეტი
  • 23.01.2025
  • სტატია:139597
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512849
რუსეთის სკოლებში გაზმანოვის და შამანის სიმღერებს შეასწავლიან მოსწავლეებს
image

"მშრომელთა მრავალრიცხოვანი თხოვნით, რუსეთში სასკოლო პროგრამაში შამანის და გაზმანოვის სიმღერებს შეიტანენ"-ასე ასათაურებს გამოცემა Аргументы-ი, რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას(სათაურში გეცნობათ ხომ სსრკ-ს სიო).


სახელმწიფო სათათბიროში დარწმუნებულები არიან, რომ სკოლის მოსწავლეები 1 სექტემბრიდან უკვე სიმღერის გაკვეთილებზე შეასრულებენ „მე ვარ რუსი“ (Я русский)


ოლეგ გაზმანოვისა და შამანის (იაროსლავ დრონოვი) სიმღერების შესწავლა შესაძლოა სკოლებში 2025 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყოს. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი კოლუნოვმა განაცხადა.



დეპუტატის თქმით, სიმღერების გაკვეთილების სამუშაო ვერსია თებერვლის შუა რიცხვებში შედგება, უკვე შექმნილია და მუშაობას იწყებს პატრიოტული სიმღერების შესარჩევი სპეციალური კომისია. ყველა დისკუსია და კანდიდატების შერჩევა ზაფხულისთვის დასრულდება და ამგვარად, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლის მოსწავლეებს ექნებათ განახლებული სიმღერების წიგნი.


„თებერვლის შუა რიცხვებისთვის შედგენილი იქნება სიმღერების წიგნის სამუშაო ვერსია, რომელსაც შემდეგ განსახილველად წარვუდგენთ პროფესიულ საზოგადოებას. ზაფხულისთვის ყველა დისკუსია დასრულდება და 1 სექტემბრიდან, დარწმუნებული ვარ, ბავშვები სკოლებში თანამედროვე ავტორების, მათ შორის ოლეგ გაზმანოვისა და შამანის პატრიოტული სიმღერების შესწავლას დაიწყებენ“, - განაცხადა სერგეი კოლუნოვმა.


მედიის ცნობით, 1-8 კლასების მოსწავლეებისთვის ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებების კრებულის შედგენაში მონაწილეობდნენ მეთოდოლოგები, სახელმძღვანელოების ავტორები და პრაქტიკოსი მუსიკოსები, მათ შორის დირიჟორი ვალერი გეორგიევი, საოპერო მომღერალი ილდარ აბდრაზაკოვი, შჩუკინის თეატრის რექტორი. თეატრუალური ინსტიტუტის რექტორი ევგენი კნიაზევი და გნესინკას რექტორი ალექსანდრე რიჟინსკი.


რა რეაქცია აქვთ რუსებს ამ ინიციატივაზე?აი ზოგიერთი კომენტარი.


"პატრიოტოზმი ისწავლება პუშკინით, ტოლსტოით, ჩერკასოვით, ხელოვანებით და არა შამანით და გაზმანოვით, მიუხედავათ პატივისცემია ამ მუსიკოსების"


"რა პატრიოტიზმი აქვთ ამ შემსრულებლებს? პატრიოტიზმი გულიდან მოდის და უფასოა და ამ ამხანაგების კონცერტის საფასურად შეიძლება სკოლა მთელი წელი შეინახოთ ..და მათი შემოქმედებითი ღირებულებაც ძალზე საეჭვოა."


"კულტურული დეგრადაცია გრძელდება"


"არც კი ვიცი ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო. გახვრეტილი ფსკერია".


"ყოველწლიურად ინიციატივები სულ უფრო და უფრო სულელური ხდება..."


"სახელმწიფო სათათბირო(госдума) სულ უფრო და უფრო ემსგავსება სახელმწიფო საგიჟეთს(госдуру), როგორც ზადორნოვმა თქვა... "დიურმოედი"


0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0