x
მეტი
  • 23.01.2025
  • სტატია:139596
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512848
ბევრს ჰგონია, რომ გერმანიას და მის მოკავშირეებს სსრკ შეიარაღებით ჩამოუვარდებოდა

image
ისტორიის გაკვეთილებზე გვასწავლიდნენ, რომ საბჭოთა კავშირი გერმანულ აგრესიას მოუმზადებელი შეხვდა და თითქოს საბჭოთა მებრძოლების შეიარაღება ყველა ასპექტში ჩამოუვარდებოდა გერმანულს.
არა და ეს ასე არ იყო რეალურად, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადებისთანავე სტალინის ბრძანებით ურალში სწრაფი ტემპით დაიწყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სრული დატვირთვით ამუშავება.
მართალია გერმანული აგრესიის პირველ თვეებში მოულოდნელობის ეფექტმა იმოქმედა, მაგრამ იმის თქმა, რომ საბჭოთა წარმოების შეიარაღება და ტექნიკა, განსაკუთრებით ტანკების მხრივ ჩამოუვარდებოდა გერმანულს სრული აბსურდია.
Т34 არაფრით არ ჩამოუვარდებოდა გერმანულ ტანკებს თუ არ აღემატებოდა გერმანულ ტანკებს. მით უფრო როცა ეს ტანკი განეკუთვნებოდა საშუალო ტანკების კატეგორიას. მართალია ამ ტანკსაც ჰქონდა მინუსები, რაც გამოიხატებოდა მოუხერხებელი კოშკურით და ეკიპაჟში რადიოკავშირთან მხოლოდ მეთაურის წვდომით, მაგრამ ფაქტია ამ ტანკმა გერმანულ "ვეფხვებს" და "პანტერებს" ხშირად "ქუდით ქვა ასროლინა".

image
ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით Т34 ამერიკულ " M4 Sherman"-ს და ბრიტანულ "Cromwell"-ს ბევრი პარამეტრით აღემატებოდა საბჭოთა ტანკი. თუ ამერიკულ და ბრიტანულ ტანკში ეკიპაჟის 4 წევრზე მეტი ვერ თავსდებოდა საბჭოთა ტანკში თავისუფლად თავსდებოდა ეკიპაჟის 5 წევრი, რომლებსაც მოვალეობები გადანაწილებული ჰქონდათ და ქვემეხის პარალელურად შეეძლოთ ტვიამფრქვევებიდან ინტენსიური ცეცხლის წარმოება. გარდა ამისა საბჭოთა ტანკი სისწრაფით და მობილურობითაც გამოირჩეოდა რაც საბრძოლო მოქმედებებში მის სიცოცხლისუნარიანობას მაქსიმალურად ზრდიდა.
თან რაც ყველაზე მთავარია საბჭოთა ფოლადი სიმტკიცით აღემატებოდა ამერიკულ და ბრიტანულ ფოლადს თუ თუჯს, რასაც იყენებდნენ აღნიშნული ტანკების წარმოებაში.
გერმანელ ჯარისკაცებს მითითება ჰქონდათ გამოეყენებინათ სტანდარტული შაშხანების ნაცვლად ხელში ჩავარდნის შემთხვევაში საბჭოთა წარმოების, კონსტრუქტორ შპაგინის მიერ შექმნილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ППШ, რომელიც ორნაირ მჭიდს იყენებდა, სექტორულ მჭიდს და დოლურა მჭიდს.
პისტოლეტ-ავტომატი იყენებდა 7, 62×25 "ТТ"-ს ვაზნებს.

imageimage
გერმანელი მებრძოლი საბჭოთა წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით ხელში.

image





0
74
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0