სხვა "90’იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა"-ბაჩიაშვილი ივანიშვილის წერილს აქვეყნებს დღეს, 16:13 გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს და ამბობს რომ ის ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ოლიგარქი მას გარიგებას სთავაზობდა თავისუფლების სანაცვლოდ. წერილის მიხედვით, ივანიშვილი ბიტკოინების რაოდენობის 60%-ს, ყოველ მომდევნო თვეში კი მისთვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობის 5%-ით გაზრდას ითხოვს. "დღეს გაიმართა ივანიშვილის მიერ დადგმული და მისი მორჩილი პროკურატურის და სასამართლოს შესრულებული სასამართლო სხდომა. ეს პროცესი არის აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორების და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობა. ნიშანდობლივია როდესაც რუსეთის სასარგებლოდ დემოკრატიის უკუსვლისთვის დასანქცირებული ადამიანი, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პროკურორის მეშვეობით ასამართლებს ადამიანს კორუფციისათვის დასანქცირებული სასამართლოს პირობებში. ეს არის მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო ქვემოთ მოყვანილია ის წერილი რომელიც ივანიშვილმა გამომიგზავნა. 90’იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა. “როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%; არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პიზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა; თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად; გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით.” ❤️ Today, a court hearing orchestrated by Ivanishvili and carried out by his submissive prosecution and judiciary took place. This process is an attempt at retribution and extortion of a large sum of money by an individual with absolute political power. It is noteworthy that Ivanishvili who is sanctioned for undermining democracy in favor of Russia, uses a prosecutor sanctioned for human rights violations to prosecute me in a court whose chiefs are sanctioned for corruption. This is a clear example of how a legal state should NOT operate. Below is the letter Ivanishvili sent me. Back in the 1990s, this was referred to as a “criminal tally.” As you are aware, a preliminary court hearing is scheduled for March 27, 2024, during which the issue of transferring the case for substantive consideration will be decided. Accordingly, up to this stage, the injured party agrees to receive 60% of the amount of Bitcoin ultimately reflected in the charges. In the event of refusal to accept this offer or a delay in responding, the amount of Bitcoin to be transferred to the injured party will increase by 5% for each subsequent month following the offer (in this case, starting from April 1, 2024). For example, starting in April, instead of 60%, the injured party would be entitled to receive at least 65% of the total Bitcoin, 70% starting in May, and so on. Considering the evident validity of the injured party’s position, we assume that the court should be able to review the case by the end of the year. If the offer is not accepted by that time, the defendant will lose any opportunity to receive a discount. If the defendant believes they will be able to use the misappropriated cryptocurrency in any form and derive any benefit from it, such an attempt will be futile, as the injured party will utilize all available mechanisms to prevent this. Please inform us of your position regarding this offer. ❤️ 45 1-ს მოსწონს
|