სხვა 10 საოცარი ფაქტი მანულების შესახებ დღეს, 9:23 ფუმფულა განდეგილი. მანული, ალბათ, კატების ოჯახის ყველაზე ინტროვერტი წევრია. ველურ ბუნებაში, ეს ცხოველები იზოლირებულ ცხოვრებას ეწევიან, მარტოობისკენ ისწრაფვიან და არ უყვართ სხვა არსებასთან კონტაქტი (ნადირის გარდა, რა თქმა უნდა). ხვადი მანული პაემანზეც კი, წელიწადში მხოლოდ ერთხელ გადის. რაც შეეხება მდედრს — ამ შეხვედრის შემდეგ, ის შთამომავლობის ყოველთვის მარტო ზრდის. საშიში მეომარი. მიუხედავად ცხოველის მომხიბვლელი გარეგნობისა, ყველა მანული ნამდვილი მებრძოლია. ტყუილად კი არ არიდებენ ეს ფუმფულა ბურთები კონტაქტს თავს, როგორც სხვა ცხოველებთან, ისე საკუთარი ჯიშის წარმომადგენლებთან — სხვებთან შეხვედრისას, ისინი ბოლომდე, ანუ სიკვდილამდე იბრძვიან. მოულოდნელი ნათესაობა. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მანულის უახლოესი ბიოლოგიური ნათესავები სპარსული კატები არიან. ეს თეორია, ჯერ–ჯერობით დადასტურებული არ არის. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსება მართლაც არის: "სპარსები" ისეთივე ფუმფულები და დამოუკიდებლები არიან, როგორც მათი სავარაუდო თანამოძმენი. ყინვის არ ეშინიათ. მანულებს, კატისებრთა ოჯახში, ყველაზე სქელი ბეწვი აქვთ. ამიტომ, ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს სიცივეში, თუნდაც, – 50 გრადუს ტემპერატურაზე. ბევრი სახელი. «მანული» ბერძნულად — «ჯუჯა ყურის» ნიშნავს. ველურმა კატამ ეს სახელი, "დამოკლებული" ყურების გამო მიიღო. გარდა ამისა, მათ სტეპის კატებს და ქვის კატებსაც ეძახიან. მისი სახლი — დედამიწაა. მანულის განსახლების არეალი დიდია. ბინადრობენ ცენტრალურ აზიაში, სამხ. ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, რუსეთში, ჩინეთში და ა. შ. არც ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა მანულის კვალი, ევერესტზე, დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალზე აღმოაჩინეს. ძალაუფლების მოყვარული. მანულის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, თავისუფლებისაკენ ლტოლვა. ტყვეობაში, ეს გარეული კატები, ცხოვრების მიმართ ინტერესს კარგავენ, მოწყენილები არიან და გამრავლებასაც კი წყვეტენ. Enjoy the silence. მანულები — ძალიან ჩუმი ცხოველები არიან და რაიმე სახის ხმას იშვიათად გამოსცემენ. ამის მიზეზი კი, ყურადღების მიღმა დარჩენის სურვილია. მაგრამ, თუ ხმა ამოიღეს, ეს კატის კნავილს ნამდვილად არ ჰგავს: ისინი შიშინებენ და ღრიალებენ. შენი სახლი — ჩემი სახლია. მანულები იზოლირებულ ადგილებში ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას. ეს შეიძლება მღვიმე, ქვანაყარი, ან გაუვალ ბუჩქნარი იყოს. მაგრამ, თუ ამ ცბიერმა ცხოველმა საკუთარი სახლის მოწყობა ვერ შეძლო, მაშინ ის, სინდისის ქენჯნის გარეშე, სხვის სახლს იკავებს. მაგ., ხშირად, გვხვდება მელას, ან მაჩვის მიტოვებულ სოროში. გარედან მკაცრი, შიგნიდან ნაზი. იმისდა მიუხედავად, რომ ველურ ბუნებაში მანულები გამძლენი არიან და დიდი ხნის მანძილზე, წყლის და საკვების გარეშე ყოფნა შეუძლიათ, — ტყვეობაში ხშირად ავადობენ, რადგან მათი იმუნური სისტემა, ველურ გარემოსთან არის ადაპტირებული. მანულებს უჭირთ ისეთ დაავადებებთან გამკლავება, რომელიც შინაურმა კატამ, შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიოს. აქვე გთავაზობთ, ამ ცხოველთან დაკავშირებულ, ერთ საინტერესო ამბავს: ეს ამბავი ოზერსკში (ჩელიაბინსკის ოლქი, რუსეთი) მოხდა. მოხუცმა ქალმა ქუჩაში უპატრონო, დასუსტებული კნუტი იპოვა და მოსავლელად სახლში წაიყვანა. ის მალე მომჯობინდა და ჩვეულებრივი კატის ზომაზე, ბევრად დიდი გაიზარდა. მაგრამ, მოხუცს ეს არ გაჰკვირვებია, რადგან ის სახის არაჟანზე და ხაჭოზე ჰყავდა გამოზრდილი... გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* მხოლოდ 2 სქესი არსებობს, "მესამე სქესი" – უკვე დიაგნოზია (მეცნიერთა დასკვნა)* რეალური, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი ფაქტები* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (VII ნაწილი)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები138 შეფასება არ არის
|