სხვა "ჩვენი პარტკომი, მიმტკიცებდა, რამაზი ვნახე პანაშვიდზე დუდუკზე უკრავდაო"-სახალისო ისტორია რამაზ ჩხიკვაძეზე დღეს, 15:59 – შვილებო, უკვე კარგად უკრავთ, დიდები ხართ და ცოტა ოჯახსაც უნდა დაეხმაროთო. მე წაგიყვანთ, დაუკრავთ და თუ ფულს არ გადაგიხდიან, ხორბალს ან სიმინდს მოგცემენო. გაგვიხარდა, ოჯახს დავეხმარებითო და დავთანხმდით. მოკლედ კვირას პიონერთა სასახლესთან შევხვდით და „გრუზავიკით“ სადღაც გავემგზავრეთ. გარკვეული დროის შემდეგ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე აღმოვჩნდით. ამასობაში ხალხი შეგროვდა და თურმე, პანაშვიდზე არ უნდა დავუკრათ? მე შემრცხვა – ვინმემ არ დამინახოს-მეთქი და ბუჩქებთან ახლოს ჩავჯექი, შუა დაკვრაში ვარ და კონსერვატორიის პარტკომი არ მოვიდა? მამაჩემი კი კონსერვატორიის პრორექტორი იყო. სად დავიმალო არ ვიცი. იმან კი შემამჩნია და თვალს არ მაშორებს. პანაშვიდი რომ დასრულდა პარტკომი ჩემკენ წამოვიდა, რომ გამომცნაურებოდა. ჩემდა ბედად, მას მოტირალმა ქალმა გადაუღობა გზა. მე ამით ვისარგებლე და იქიდან მოვკურცხლე. გავიდა დრო. მამაჩემთან მეგობრები მოვიდნენ. სადილობენ, თან საუბრობენ. მე კი ვუსმენ. მამაჩემი მათ ეუბნება: რას არ იტყვიან, კაცო, შალვა, ჩვენი პარტკომი, მიმტკიცებდა, რამაზი ვნახე პანაშვიდზე უკრავდაო. მოკლედ, არ დაიჯერა. ერთხელაც, კონცერტი გვაქვს პიონერთა სასახლეში და მამაჩემიც ესწრება. გამოვედით ჩავბერეთ დუდუკს, მაგრამ რა ჩავბერეთ. მოკლედ, მაგრად გამოვედით. სახლში ვბრუნდებით. ჭავჭავაძის აღმართს ავუყევით და მამა მეუბნება: მე მგონი, ჩვენი პარტკომი არ ცდებოდაო...“ 364 1-ს მოსწონს
|