x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კრიშტიანუ რონალდუ "ალ -ნასრის" თანამფლობელი ხდება და დღეში 550 000 ევროს გამოიმუშავებს
imageპორტუგალიელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის მიხედვით გუნდის თანამფლობელი განხდება.


"ალ-ნასრის" პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ აპირებს გახდეს თავისავე კლუბის თანამფლობელი.


ახალი კონტრაქტის პირობებზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს


გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით კრიშტიანუ რონალდუ გუნდის აქციების 5%-იანი წილის მფლობელი გახდება.



რონალდუს ხელფასი, განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, იქნება შთამბეჭდავი 183 მილიონი ევრო სეზონის განმავლობაში, ანუ დაახლოებით 550 ათასი ევრო დღეში.


მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ჯერ არ არის გაფორმებული, წყაროები ამბობენ, რომ ორივე მხარე მზადაა შეთანხმების დასასრულებლად.


მანამდე ცნობილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც თურქულ "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობს, რონალდუს შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა.


მან აღნიშნა, რომ მსგავსი ტრანსფერით არც ფეხბურთელი და პოტენციურად არც კლუბია დაინტერესებული.


შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ არაბულ კლუბს "ალ-ნასრს" 2023 წელს შეუერთდა.


მიმდინარე სეზონში საუდის არაბეთის პრემიერ ლიგის 13 მატჩში მან 11 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0
181
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0