საქართველო
"რისი გაკეთება სურს ივანიშვილს ყაველაშვილის ხელით?"- რას წერს გია ხუხაშვილი
გუშინ, 22:26
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბიძინა სინდისის პატიმრებთან მიმართებაში იქცევა კლასიკური ტერორისტული მეთოდით:
ის აპირებს მათი თავისუფლებით ვაჭრობას და საუკეთესო დროს არჩევს სარფიანად გასაყიდად.
რაც შეეხება ფორმას – ეს უნდა რომ გააკეთოს ყაველაშვილის ხელით, ორმხრივი ამინისტიით, რათა გაყიდვასთან ერთად ჩაფარცხოს ძალოვანების მიერ ჩადენილი წამების სისტემური დანაშაული.
P.S. ყველას ვთხოვ ამ ბიჭებთან მიმართებაში გამოვიყენოთ მხოლოდ ტერმინი – “სინდისის პატიმარი”. განსხვავება იმაშია, რომ “პოლიტ-პატიმარი” არ გულისხმობს, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა. ეს ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ მიუხედავად შესაძლო ბრალეულობისა, არსებობს პოლიტიკური მიკერძოება. სინდისის პატიმარი კი ნიშნავს, რომ ის ამასთანავე სრულიად უდანაშაულოა."- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.