"ჰამასის" მებრძოლებს გაცვლისას ებრაელი მძევლების დაცვამ მოუწიათ ებრაელების მიერ გამწარებული პალესტინელებისაგან
21 იანვარი, 16:46
როგორც იცით ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. პირველ ეტაპზე ისრაელი და "ჰამასი" მძევლებს გაცვლიან, შემდეგ კი დაიწყება მეორე ეტაპი, რომელშიც გაერო მიიღეს მონაწილეობას, როგორც შუამავალი და დაიწყება ებრაული არმიის გაყვანა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. ამ ეტაპზე დამატებით უნდა შეიქმნას ბუფერული ზონა, რათა კონტაქტი არ ჰქონდეთ დაპირისპირებული მხარეების მებრძოლებს. "ჰამასმა", როგორც "Al Arabiya" იტყობინება, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციას გადასცა სამი ებრაელი მძევალი ქალი, რომლებიც წელიწადნახევრის წინ გაიტაცეს ისრაელში მიმდინარე ფესტივალიდან. "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციას "ჰამასმა" გადასცა ეომი გონენი (24 წლის), ემილი დამარი (28 წლის) და დორონ შტეინბრეხერი (31 წლის). მძევლების გადაცემის პროცესს ექცესების გარეშე არ ჩაუვლია, ებრაელი სამხედროების მოქმედებებით გამწარებული ხალხი მოითხოვდა ებრაელი მძევლების ჩაქოლვას, რაც "ჰამასის" შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა აღკვეთეს და "წითელ ჯვარს" ებრაელი მძევლები უვნებლად გადასცეს.
"ჰამასის" მებრძოლებმა გონენი მუსიკალურ ფესტივალზე დაატყვევეს, სადაც ის მოცეკვავედ მუშაობდა. დამარს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაც ჰქონდა და ის იყო უკანასკნელი ბრიტანელი მძევალი, რომელიც იმყოფებოდა "ჰამასის" ტყვეობაში. დამარის დედის თქმით დამარი ხელში იყო დაჭრილი, "ჰამასელებმა" ის მისივე მანქანის უკანა სავარძელზე ხელებშეკრული და თვალებახვეული შეაგდეს და თან წაიყვანეს. შტეინბრეხერს გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა, ის ისრაელის და რუმინეთის მოქალაქეა. ის მისივე საკუთარი სახლიდან გაიტაცეს "ჰამასელებმა". შტეინბეხერმა მოასწრო დედისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ მის სახლში შეიარაღებული უცნობი პირები შეიჭრნენ და სახლს ჩხრეკდნენ, თავად კი საწოლის ქვეშ, რომ იმალებოდა. სწორედ საწოლის ქვეშ იპოვეს "ჰამასის" მებრძოლა დორონი და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს.
19 იანვარს შევიდა ძალაში შეთანხმება ისრაელსა და "ჰამასს" შორის. პირველი ეტაპი გათვლილია 42 დღეზე, რომლის ფარგლებში "ჰამასი" გაანთავისუფლებს 33 მძევალს, ხოლო ისრაელი გაანთავისუფლებს ასეულობით პალესტინელს, რომლებიც ისრაელის ციხეებში არიან გამომწყვდეული. გაცვლის სიაში მოხვდა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ტრუფანოვიც.
პროცესი მძიმედ მიდის, რადგან შეთანხმების პირველივე დღეს ისრაელის ავიაციამ დაბომბა "ჰამასის" პოზიციები, რამაც ლამის ჩაშალა შეთანხმება. ძნელია პალესტინელებსაც მოსთხოვო თავის შეკავება მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ ჩაიდინა მათ წინააღმდეგ, ესაა ეთნოწმენდა და გენოციდი ცალსახად.