x
მეტი
  • 01.02.2025
  • სტატია:139795
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512936
იცით, რამდენად მდიდრები იყვნენ ჩვენი საყვარელი რომანების გმირები?
image



ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორები ხშირად აღნიშნავენ, თუ რამდენი ფული გამოიმუშავა ან მემკვიდრეობით მიიღო კონკრეტულმა პერსონაჟმა. ეს თანხა იშვიათად ახდენს ჩვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას, რადგან არ ვიცით, რამდენად დიდი იყო გმირების ქონება იმ დროს. თუმცა ეს ინფორმაცია ხშირად გვეხმარება პერსონაჟების მოტივაციის უკეთ გააზრებაში და მათი ხასიათის გამოვლენაში. გადავწყვიტეთ გაგვერკვია რა ქონებას ფლობდნენ ჩვენი საყვარელი წიგნების გმირები თანამედროვე ეკვივალენტში.



განძი, რომელიც ედმონ დანტესმა იპოვა, მართლაც შთამბეჭდავია

image



უსამართლოდ მსჯავრდებული დანტესი ციხეში ხვდება აბატი ფარიას, რომელმაც კუნძულ მონტე-კრისტოზე მდებარე განძის საიდუმლო გაუმხილა. აბატის თქმით, ზარდახშებში ინახება 2 მილიონი რომაული გვირგვინი და თითქმის 13 მილიონი ფრანკი. ჯამი ისედაც შთამბეჭდავია, ხოლო თანამედროვე ეკვივალენტით სრულიად გამაოგნებელი: ახლა თითქმის 125 მილიონზე ოდნავ მეტი იქნებოდა.




ციხიდან გაქცევის შემდეგ ედმონი განძს პოულობს და ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ხდება. თუმცა ამით არ გაჩერებულა: მეგობრების დახმარების შემდეგ თითქმის 9 წლით ქრება. მთელი ამ ხნის განმავლობაში სიმდიდრის გაზრდას აგრძელებს. მტრებზე დახვეწილი შურისძიებაც დიდად არ ამცირებს მის საფულეს. როდესაც გრაფი მონტე-კრისტო ანდერძის შედგენას გადაწყვეტს, მემკვიდრეობის საერთო თანხად 80 მილიონ ფრანკს ასახელებს. დღევანდელი ფულით მისი ქონება დაახლოებით 800 მილიონი დოლარი იქნებოდა.



ჟულიენ სორელმა მიიღო შთამბეჭდავი სიმდიდრე რომანში „წითელი და შავი“

image



ნაწარმოების მეორე ნაწილში ჟულიენ სორელსა და მარკიზის უმცროს ქალიშვილს, მატილდას შორის რომანტიკული ურთიერთობა ვითარდება. გოგონას მამა ახალგაზრდების ქორწინებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მატილდა გადაწყვეტს თავად მოიპოვოს თანხმობა ჯიუტი მშობლისგან.



მარკიზი ფიქრებში იტანჯება და რაღაც მომენტში ჟულიენის და მატილდას გრძნობების მიმართ სინაზით ივსება. სწორედ მაშინ ქალიშვილს აძლევს 10 ათასი ფრანკის ღირებულების აქციებს ჟულიენისთვის. თანხა არც თუ ისე დიდი ჩანს, მაგრამ დღევანდელი ფულით მარკიზმა სორელს 100 ათას დოლარზე მეტი გადასცა.



ქმარმა ტეს დარბეიფილდს საკმაოდ ღირსეული თანხა დაუტოვა

image



როდესაც ტესი ქორწილის შემდეგ ქმარს თავის ბნელ საიდუმლოებებს უმხელს, ენჯელი შეძრწუნებულია. მეუღლის ვედრების და სასოწარკვეთის მიუხედავად, ენჯელი გადაწყვეტს ცოტა ხნით დაშორდეს და ტესს სთხოვს, რომ არ შეაწუხოს იგი. დრო სჭირდება საშინელ ამბებთან შესაგუებლად. წასვლამდე ცოლს 50 გირვანქა სტერლინგს უტოვებს. ერთი შეხედვით, ასეთი გროშებით ტესს შეურაცხყოფას აყენებს, მაგრამ თანამედროვე ეკვივალენტით ახალგაზრდა კაცმა ცოლს მისცა 7610 გირვანქა, ანუ თითქმის 10 ათასი დოლარი.



ჯო მარჩმა მწერლობით ღირსეული თანხა გამოიმუშავა

image



მარჩების ოჯახი კეთილშობილურ სიღარიბეში ცხოვრობდა, ამიტომ ჯოზეფინას და მის დებს ადრეული ასაკიდან უწევდათ მუშაობა და მშობლების დახმარება. ჯო ყოველთვის გატაცებული იყო წერით, მაგრამ, ერთი შეხედვით, დიდი შემოსავალი არ მოუტანია. ჟურნალში თითო სვეტში 1 დოლარს უხდიდნენ, ხოლო სადებიუტო რომანისთვის 300 დოლარის ავანსი მიიღო, მაგრამ დღევანდელი თანხებით 25 დოლარი და 7200 დოლარია, რაც საკმაოდ ღირსეული ჩანს.



ამავდროულად, ჯოს მამა, დღევანდელი ფულის თვალსაზრისით, თვეში მხოლოდ 313 დოლარს გამოიმუშავებდა, ხოლო ფერმის მუშაკი თვეში 360 დოლარს იღებდა. იმ დროს ოთხოთახიანი ბინის ქირაობა დაახლოებით 100 დოლარს შეადგენდა. ამ ფონზე ჯოს შემოსავალი განსხვავებულად გამოიყურება, მით უმეტეს, რომ მიღებული თანხით შეძლო დების წაყვანა ზღვისპირა კურორტზე, გადასახადების გადახდა და სახლის გარემონტება.



რეტ ბატლერს შეეძლო ნებისმიერი ქალის ცდუნება თავისი სიმდიდრით

image



სკარლეტი ბატლერზე დაქორწინებას დათანხმდა დიდწილად მისი შთამბეჭდავი ქონების გამო, რომელიც 50 მილიონ დოლარს შეადგენდა. ერთი შეხედვით, ქალი არც ისე დიდმა თანხამ აცდუნა. სინამდვილეში, თანამედროვე ეკვივალენტით, რეტი თითქმის მილიარდერი იყო, 974 მილიონი დოლარის ქონებით.



ბატლერმა შეძლო ასეთი სიმდიდრის დაგროვება თავისი ფულის გონივრული განკარგვით. სკარლეტისგან განსხვავებით, მიწას ყველაზე ძვირფას ინვესტიციად არ თვლიდა. სწორედ მას გაუჩნდა იდეა, ეყიდა ბამბა ნორმალურ ფასად და ლონდონის საწყობში შეენახა, სანამ საქონლის ფასი გაიზრდებოდა. სკარლეტი მის გადაწყვეტილებაზე მხოლოდ იცინოდა და ამაოდ.



გეტსბი შესაძლოა გაკოტრებული იყო

image



ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი თავის რომანში კონკრეტულ თანხებს არ ასახელებს, მხოლოდ წერს, რომ ჯეი გეტსბი ფლობდა ზღაპრულ ქონებას, ცხოვრობდა მდიდრულ სახლში, შეეძლო ეყიდა ძვირადღირებული მანქანა, ორი ნავი და ყოველ შაბათ-კვირას აწყობდა გასაოცარ წვეულებებს. მკვლევრებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რამდენად მდიდარი იყო გეტსბი და რა თანხის დახარჯვა შეეძლო ზაფხულში.



მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით იყო 1, 25 მილიონი დოლარი ან ცოტა მეტი. ამავდროულად, 1, 38 მილიონ დოლარს ხარჯავდა. ეს თანხები მიახლოებითია, მაგრამ აჩვენებს, რომ გეტსბის მდგომარეობა სავალალო იყო და სავსებით შესაძლებელია, რომ ცხოვრობდა თავისი შესაძლებლობების მიღმა და ფულის სწორად მართვა არ იცოდა.



ელიზა დულიტლი ყვავილების გაყიდვით თეთრებს შოულობდა

image



ელიზა, რომელსაც პროფესორმა ჰენრი ჰიგინსმა სანაძლეოს გამო გადაწყვიტა ესწავლებინა სწორი გამოთქმა და მაღალი საზოგადოებისთვის წარედგინა ჰერცოგინიად, მეცნიერთან საბედისწერო შეხვედრამდე ყვავილებს ყიდდა. იმ დროისთვის ყვავილების გამყიდველის საშუალო წლიური შემოსავალი დაახლოებით 10 გირვანქა იყო, რაც დღევანდელ ფულში 1380 დოლარის ეკვივალენტია.



ძნელი წარმოსადგენია, როგორ ცხოვრობდა გოგონა ამ მოკრძალებულ თანხაზე. აი, ელიზას მამას, ალფრედ დულიტლს ძალიან გაუმართლა. მეხუთე მოქმედებაში უცნობი მილიონერისგან მემკვიდრეობით წელიწადში 4 ათას გირვანქას იღებს. დღეს მისი ქონება დაახლოებით 552 000 დოლარია წელიწადში. ასე რომ, ალფრედს შეეძლო ქალიშვილზე ზრუნვა და მისთვის ღირსეული მზითვის გამოყოფა.



მერი პოპინსი კარგ ფულს გამოიმუშავებდა

image



მე-20 საუკუნის დასაწყისში ძიძის პროფესია საკმაოდ პრესტიჟული იყო. მერი პოპინსი აღსაზრდელებზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავდა, მათ შორის მათ აღზრდაზე და განათლებაზე. თუმცა პოპინსი ყოველთვიურად 7 გირვანქა სტერლინგს იღებდა. შთამბეჭდავად არ ჟღერს, მაგრამ ახლა თითქმის 1300 დოლარია. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი გირვანქით, სიუჟეტის ერთ-ერთი სცენის მიხედვით, შეიძლებოდა ბევრი საჭირო წვრილმანის და პროდუქტის ყიდვა, მერის შემოსავალი საკმაოდ სოლიდური ჩანს.



ემა ვუდჰაუსი შესაშური საცოლე იყო

image



ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის გმირი მამასთან ერთად ცხოვრობს და დაოჯახებაზე სულ არ ფიქრობს. ემა შეძლებულია და არ სურს მშობლის მარტო დატოვება. გარდა ამისა, გოგონას ჯერ არ შეხვედრია ღირსეული მამაკაცი, რომლის შეყვარებაც შეიძლებოდა და რისთვისაც მზად იქნებოდა თავისუფლებას დამშვიდობებოდა.



ერთ-ერთ თავში ნათქვამია, რომ გოგონამ მემკვიდრეობით მიიღო 30 ათასი გირვანქა სტერლინგი. დღევანდელ თანხაში ემა წარმოუდგენლად მდიდარი იყო. მისი მემკვიდრეობა 4 მილიონზე მეტი იყო. საოცარია, რომ გოგონას მზითევზე მონადირეებთან ბრძოლა არ უწევდა.



ჯეინ ეარმა მემკვიდრეობით სოლიდური თანხა მიიღო

image



თორნფილდჰოლში აღმზრდელად მუშაობისას ჯეინ ეარი გამოიმუშავებდა წელიწადში 30 გირვანქა სტერლინგს (3830 გირვანქა, ანუ თითქმის 5000 დოლარი დღევანდელ ფულში). გასაკვირი არ არის, რომ მოულოდნელმა მემკვიდრეობამ, რომელიც ბიძის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, გოგონას აოცებს. ჯეინმა მემკვიდრეობით 20 ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღო.



დღეს 3 მილიონ დოლარზე მეტი იქნებოდა. ამრიგად, ღარიბი მასწავლებელი ერთ ღამეში მდიდარი მემკვიდრე ხდება. მას შემდეგაც, რაც ჯეინი გადაწყვეტს თანხის თანაბრად გაყოფას ბიძაშვილებთან, მას რჩება 5 ათასი გირვანქა, ანუ დღევანდელ ფულში დაახლოებით 800 ათასი დოლარი.



პიპის წლიური შემოსავალი შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდა

image



უცნობი კეთილისმყოფლისგან რომანის „დიდი იმედები“ გმირი პიპი 21 წლის ასაკში ყოველწლიურად 500 გირვანქა სტერლინგს იღებს. დღევანდელ თანხაში ახალგაზრდა მამაკაცის შემოსავალი 58 ათასი გირვანქა ან 74 ათასი დოლარი იქნებოდა. საკმაოდ ღირსეული თანხაა, მაგრამ არა გასაოცარი. იმის გათვალისწინებით, რომ პიპი გადაწყვეტს თანხის ნაწილი გადასცეს თავის მეგობარს ჰერბეტს, მისი შემოსავალი დღევანდელი სტანდარტებით მოკრძალებული ჩანს.



დარსის და ბინგლის ქონებას შეეძლო მისის ბენეტი ისტერიკამდე მიეყვანა

image



ჯეინ ოსტინის რომანში „სიამაყე და ცრურწმენა“ ფული დიდ როლს თამაშობს. როცა პატარა სოფელში ჩადიან მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი, საზოგადოებაზე ნამდვილ ფურორს ახდენენ. ქალბატონები განიხილავენ ორი ჯენტლმენის სავარაუდო წლიურ შემოსავალს და ცდილობენ, რომ მათ თავიანთი ქალიშვილები გაურიგონ.



ჯეინ და ელიზაბეტ ბენეტის მამას მდიდარს ვერ ვუწოდებთ. მისი წლიური შემოსავალი 2 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. თუმცა დღევანდელ ფულში ეს თანხა 200 ათასი გირვანქა იქნებოდა, რაც უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. ბინგლთან და დარსთან შედარებით, ბენეტები უბრალოდ ღარიბები იყვნენ. მისის ბენეტის თქმით, ბინგლის ქონება 100 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, რაც დღეს 13 მილიონი დოლარის ტოლფასი იქნებოდა.



image



ამბობდნენ, რომ მისტერ დარსის წლიური შემოსავალი იყო 10 ათასი გირვანქა სტერლინგი, რაც ნიშნავს, რომ ჯენტლმენი დაახლოებით 200 ათასი გირვანქა სტერლინგის ქონებას ფლობდა, რაც დღეს 26 მილიონი დოლარის ტოლფასი იქნებოდა.



ასევე დაგაინტერესებთ:

13 ვარსკვლავი, რომლებმაც ეს სამყარო დატოვეს, მაგრამ ფულის გამომუშავება არ შეუწყვეტიათ

10 გამოგონილი პერსონაჟი, რომელთა სიმდიდრე თავად როკფელერს შეშურდება

ელის უოლტონი - მსოფლიოში უმდიდრესი ქალის საიდუმლოებები

მილიონერი ჰიუგო ოუენსის წარმატების ისტორია, რომელიც სხვისი ბარგებით გამდიდრდა

თავაუღებლად მუშაობა: მოდელი ხელების წყალობით დღეში 5 ათას ევროს შოულობს


0
269
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
269