სხვა "ბიბლიური მასშტაბის კატასტროფა": ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გასაიდუმლოებული წიგნი საჯარო გახდა დღეს, 18:39 საგულდაგულოდ დაცული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წიგნი, რომელიც შეიცავს სამყაროს აღსასრულის აღწერას, საჯარო გახდა. "ადამისა და ევას ისტორია", რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილმა თანამშრომელმა, უცხოპლანეტელების მკვლევარმა და თვითგამოცხადებულმა ექსტრასენსმა ჩან ტომასმა დაიწერა 1966 წელს. თუმცა, სააგენტომ არ დაუშვა მისი გასაყიდად ჩაშვება. ამის შესახებ გაზეთი Daily Mail წერს. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გაასაიდუმლოა წიგნი, რომელიც დეტალურად აღწერს როგორი იქნება სამყაროს აღსასრული: ახლოვდება პლანეტარული კატასტროფა "დიდი წარღვნის დონეზე, რომელიც ხდება ყოველ 6500 წელიწადში" - აანონსებს გაზეთი. მისი თქმით, დოკუმენტი 2013 წელს ნაწილობრივ იქნა გასაიდუმლოებული, მაგრამ ის მაინც იმალებოდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. თავის წიგნში ტომასი ამტკიცებს, რომ ყოველ 6500 წელიწადში ერთხელ დედამიწაზე ხდება ბიბლიური წარღვნის მასშტაბის დიდი კატასტროფა. ტომასი აღნიშნავს, რომ ახალი წარღვნა გარდაუვალია. ასევე, წიგნის ავტორი ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ ყველა ცოცხალი არსება იქნება საფრთხის ქვეშ იმის გამო, რომ დედამიწის მაგნიტური ველი მოულოდნელად და რადიკალურად შეიცვლება, რაც გამოიწვევს ქაოსს მთელ პლანეტაზე. წიგნის გასაიდუმლოების მიზეზი გაურკვეველი რჩება, მაგრამ ზოგიერთი თვლის, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო შიშობდა, რომ წიგნი გამოიწვევდა მასობრივ პანიკას ან ინფორმაციის გაჟონვას, რადგან ტომასს ჰქონდა წვდომა საიდუმლო სახელმწიფო კვლევებზე. გასაიდუმლოებული ფრაგმენტი შეიცავს 55 გვერდს, მაგრამ ცნობილია, რომ ტომასის ნამუშევარმა ჯამში 200 გვერდი შეადგინა. ბრიტანული ტაბლოიდი ამტკიცებს, რომ წიგნის დაკარგული ნაწილი "მჭიდროდ დაცულ საიდუმლოდ რჩება". 134 შეფასება არ არის
|