პოეზია ბესიკა ძიას (ხარანაულს) ახალი ლექსი გამოუქვეყნებია, რომელსაც ,,ნაცთა'' მოდგმა აპლოდისმენტებით შეხვდა!-გელა ზედელაშვილი დღეს, 16:23 ბესიკა ძიას (ხარანაულს) ახალი ლექსი გამოუქვეყნებია, რომელსაც “ნაცთა'' მოდგმა აპლოდისმენტებით შეხვდა!
გენიოსიო... შედევრიო... კლასიკაო... არაჩვეულებრივიო... ზეშთაგონებულიო... გალაკტიონი ჩამოიტოვაო... პოეზიის მეფეო... ცოცხალი კლასიკოსიო... ზოგიერთს ცრემლებიც კი წასქდა აი, ამ ლექსის წაკითხვისას:
“ნეტა ვიყო მე ჭალა და მინდორი,
ვივლიდი და შენ გიმღერებდი,
ჩემო ქვეყანავ,
რადგან ფურცელზე ვერ ეტევა ჩემი სათქმელი.
ვივლიდი და რიყეს დავუკრავდი:
ამყვებოდა ქვა და ქვიშა,
მოისმენდნენ სხვა ჭალები, სხვა რიყეები,
ხალხი გაიგებდა,
ყურში მკვირცხლად შემავალ ხმას
მთელი ქვეყნის ჭალა-მინდვრებისა.
ამოვიდოდა სისხლი მიწაზე,
ცარიელზე ციხეები წამოდგებოდნენ,
და, გავიგონებდი წინაპრის ხმას:
- მე მომეჭიდე!"
რავი, აბა? მე კიდე პოეზიის უცოდინარმა ვერაფერი გავიგე. ეტობა, ეს ახალი სტილის პატრიოტული ლექსია - არც რითმა, არც რიტმი, არც წყობა, არც არაფერი. ეგებ მართლა არ მესმის? ეგებ მართლა დამიჩლუნგდა გემოვნება და სიტყვის შეგრძნება?
ისე, რაღა დაგიმალოთ და ფინალი მაინც მომეწონა - “მე მომეჭიდე''!
წინაპარი ამბობს, იძახის, მე მომეჭიდეო.
სადაო, ბესიკა ძიავ, სადა?!
ხალხო, თქვენ თვითონ განსაჯეთ, ეს კლასიკაა თუ ბოდვა, ჩემი ნიჭი ამის გარკვევას არ ჰყოფნის."-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი.
192 2-ს მოსწონს
|