სხვა ჰიტლერის საყვარლის ამაზრზენი დღიური პირველად გამოქვეყნდა დღეს, 14:20 Daily Mail-მა ჰიტლერის ბრიტანელი შეყვარებულის, უნითი მიტფორდის დღიური გამოაქვეყნა ბრიტანული გაზეთი The Daily Mail აღფრთოვანებით აჟიტირებს რადგან ის აქვეყენებს „მსოფლიო ექსკლუზივს“. საიდუმლო დღიური, სადაც ადოლფ ჰიტლერის პირადი ცხოვრება დეტალებშია აღწერილი ეკუთვნის, მის მეგობარ ქალს და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მის საყვარელს - ბრიტანელ არისტოკრატ უნიტ მიტფორდს. გამოცემამ დაიწყო დღიურის გვერდების ნაწი-ნაწილ გამოქვეყნება. ამ დრომდე არაა ცნობილი, თუ როგორ მოხვდა რედაქციის ხელში ტყავით შეკრული რვეული ზომით 19 სმ/ 12 სმ-ზე. "სენსაცია" ამაზრზენად გამოიყურება: ნაცისტების დღიური სავსეა აშკარა ანტისემიტიზმით. და როცა მისი კერპების კრედოს შედარებას იწყებ ევროპული ხელისუფლების ამჟამინდელ შეხედულებებთან, ბევრ საერთოს აღმოაჩენ. 20 წლის უნითი მიტფორდი, ბრიტანელი არისტოკრატი, ლორდისა და ჩერჩილების ნათესავი გოგონა, ნაცისტური იდეებით იყო გამსჭვალული და ამის გამო ოცდაათიან წლებში მიუნხენში გაემგზავრა. ახალგაზრდა ქალი ყველა მხრივ ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მალე შეხვედროდა ჰიტლერს. პირველი მცდელობა დასრულდა იმით, რომ ნაცისტური მონსტრის გარემოცვამ მას "შეღებილი მეძავი" უწოდეს და ფიურერთან ახლოს არ მიუშვეს. მაგრამ მისი დის, დიანას წყალობით, რომელიც ჩაერთო ბრიტანეთის ფაშისტთა კავშირში და მოგვიანებით დაქორწინდა კიდეცმის დამფუძნებელ ოსვალდ მოსლისზე, უნიტიმ მაინც მოახერხა ჰიტლერთან აუდენცია. საერთო ჯამში ისინი - მათ შორის მარტონი - 139-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ჰიტლერი ინგლისელ ქალს საჩუქრებით ავსებდა (მას შეეძლო საშობაოდ მდიდრულად მორთული ნაძვის ხე და შოკოლადით სავსე კალათები გაეგზავნა). ევა ბრაუნი ეჭვიანობისგან ცაცხცხაებდა, მისის მიტფორდი კი აღფრთოვანებული იყო. საზოგადოებამ მას "ჰიტლერის საცოლე" უწოდა. დღიური სავსეა ანტისემიტური ჭორებით, შერეული სულელური ისტორიებით შინაური ვირთხების მოვლაზე, მაიმუნის ყიდვაზე და გაუთავებელ ვახშმებსა და წვეულებებზე. ტიპიური ჩანაწერი: „ფიურერი გვეპატიჟება თავის ბაღში სუფრაზე. ის ძალიან ხალისიანია. ამბობს, რომ ფაშიზმი ინგლისში უნდა დამყარდეს“. აქ კი თმები ყალყზე დაგიდგებათ: „თმებს ვიხვევ. მე და მიკი დახაუში მივდივართ. იქ ვსადილობთ SS-ის ხალხთან მშვენიერია". ეს ჩანაწერი 1935 წლითაა დათარიღებულია, ამ დროს ებრაელები და ჰიტლერის რეჟიმის მოწინააღმდეგეები დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდნენ. ლამაზად დახვეული თმების მქონე ქალბატონისთვის ეს გართობა იყო. ცხოვრებამ შური იძია უნითიზე. როდესაც ბრიტანეთმა 1939 წლის 3 სექტემბერს ომი გამოუცხადა ჰიტლერულ გერმანიას, მიტფორდის იმედები, რომ ფაშისტები მის სამშობლოში გაიმარჯვებდნენ, გაქრა და მან თვითმკვლელობა სცადა სიმბოლურ ადგილზე: მიუნხენის ინგლისურ ბაღში. მცდელობა ჩაიშალა. ხეიბრად ქცეული მიტფორდი (მას მუდმივი შეუკავლობა აწუხებდადა ერთი ფეხი პარალიზებული ჰქონდა)იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო. იქ ის იმყოფებოდა სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ, ცხოვრობდა სოფლის მღვდლის სპეციალურად აღჭურვილ გისოსებიან სახლში. 1948 წელს იგი გარდაიცვალა ტვინში სისხლჩაქევით. თვალშისაცემია ნაცისტების სიძის, ოსვალდ მოსლის(ფოტოზე) შემდგომი ბედი. ბრიტანეთის ფაშისტთა კავშირის დამფუძნებელი 1940 წელს დააპატიმრეს სამშობლოში, მაგრამ მხოლოდ სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს ვარიკოზული ვენების საბაბით. მისი სახელით შუამავლობდნენ გავლენიანი არისტოკრატი მეგობრები. ციხეში ყოფნისას მოსლის უფლება მისცეს მეუღლესთან ერთად ეცხოვრა ციხის ერთ-ერთ ოთახში, რომელსაც ჰქონდა სამზარეულო, მისაღები და სასადილო ოთახი. მათ შეეძლოთ სტუმრების მიღება, ნებისმიერი საკვების ყიდვა და სხვა პატიმრების დაქირავება მათ მოსამსახურებლად. ფაშისტი 1980 წლამდე ბედნიერად ცხოვრობდა. ის დასავლეთ ევროპის ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, რათა "საბჭოთა აგრესიას" წინ აღდგომოდნენ. 593 2-ს მოსწონს
|