x
მეტი
  • 22.02.2025
  • სტატია:140443
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513279
ერთი ფოტოს ისტორია
image

აღმოჩნდა, რომ მისი ავტორი ცნობილი ალმა-ატელი ფოტოგრაფი, ოლეგ იონოვი იყო.(მთავარ ფოტოზე, მარჯვნივ)

აი, ამ ფოტოს ისტორია:

"80-იანი წლების ბოლოს "მედეოს" საციგურაო მოედანი იყო საყვარელი გასართობი ადგილი: იქ მოჰყავდათ ტურისტები, ახალგაზრდები შაბათ-კვირას იქ ატარებდნენ დროს და ყოველთვის შეხვდებოდით ნაცნობებს. იმ დღეს ჩემს კოლეგას, ახალგაზრდა ჟურნალისტს ალენა ოსტროვსკაიას შევხვდი საციგურაო მოედანზე. ჩვენ ერთად ვმუშაობდით გაზეთ «Дружные ребята»-ში, მზიანი დღე იდგა, ალენკა საცურაო კოსტუმში იყო - რატომაც არა, როცა ამინდი ხელს უწყობს რუჯისთვის.



ძელსკამზე ჩამოვჯექი ფოტოაპარატის გადასატენად, ალიონა ახლოს გაჩერდა ჩემთან სასაუბროდ.

სკამზე სოფლის მაცხოვრებლების მთელი დელეგაცია იჯდა, როგორც ჩანს, საუკეთესო მშრომელები, რომლებიც დედაქალაქის ტურით დააჯილდოვეს და "მედეოში" იყვნენ დასათვალირებლად მოსულები


"მოდი, ერთად გადავიღოთ ფოტო", - შევთავაზე ყველაზე პატივცემულ კოლმეურნეს, მე ყველაზე ძალიან ხელოვნებაში ვაფასებ იუმორს და მაშინვე მიხვდი, რა კარგი კადრი გამოცხვებოდა.

აქსაკალი(შენიშვნა: უხუცესი შუა აზიაში) მაშინვე დათანხმდა და ჩექმებითა და კალოშებით გამოვიდა ყინულზე. მოხუცი სიხარულით მოეხვია ალენკას, იგი ნაზად დაიხარა მისკენ და აქსაკალის ყველა თანამგზავრი მოწონების ნიშნად იღიმოდა ეკონომიის მიზნით მხოლოდ ერთი კადრი გადავიღე – იმ დროს ყაზახეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის ფოტოლაბორატორიაში მკაცრ პასუხს გვთხოვდნენ მასალების ჭარბი გამოყენებისთვის.


ალენა ისევ ყინულზე გასრიალდა, ხოლო სოფლის მაცხოვრებლებმა მოხუცი წაიყვანეს და გააგრძელეს ექსკურსია.

image

ეს ფოტო თავის დროზე არსად გამოქვეყნებულა, თუმცა რამდენიმე ფოტოგამოფენაში მოხვდა.

თუმცა ოცდახუთი წლის შემდეგ, ფოტომ მოულოდნელად დაიწყო ახალი, ვირტუალური ცხოვრება და სრულიად ავტორის თანხმობის გარეშე: როგორღაც ინტერნეტში გავრცელდა, ქვეყნდებოდა სოციალურ ქსელებში და კიდევ გამოჩნდა წიგნების გარეკანზე.


"ჩემი ცოლი ანერვიულდა-ამბობს ფოტოგრაფი ოლეგ იანოვი - რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ალენას, ის ახლა პატივსაცემი ქალია, ცხოვრობს ამერიკაში, სილიკონის ველში, ცუკერბერგისა და ჯობსის მეზობლად, დაქორწინებულია ცნობილ პროგრამისტზე... იქნებ არ მოეწონოს ასეთი პოპულარობა? მაგრამ როდესაც 2015 წელს ალმა-ატაში ჩამოვიდა მრავალწლიანი ამერიკული ცხოვრების შემდეგ და ჩვენ შევიკრიბეთ ძველ მეგობრებთან ერთად, მან ღიმილით თქვა, რომ ეს ფოტო აგონებდა მის თავზეხელაღებულ ალმა-ატურ ახალგაზრდობას და სრულიად არ ადარდებმა რას იტყოდნენ მორალის დამცველები, რომლებიც, სხვათა შორის, ზოგჯერ ამერიკაშიც ხშირად ხვდებიან“.



0
468
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0