საზოგადოებრივი შუმერული კულტურა და სახელმწიფო კავკასიელებმა შექმნეს – ახალი აღმოჩენების კვალდაკვალ დღეს, 9:07 არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ შუმერები იმ ადგილზე, სადაც უძველესი ცივილიზაცია შექმნეს, სხვა რეგიონიდან მოვიდნენ. ამაზე მიუთითებს როგორც არქეოლოგიური აღმოჩენები, ასევე გენეტიკური კვლევები. მაგრამ, კითხვა, მათი ისტორიული სამშობლოს შესახებ, დღემდე უპასუხოდ რჩება. ამის მიზეზი კი, მარტივია: მეცნიერებს არ სურთ ისტორიის გადაწერა. მაგრამ, დღეს თუ არა, ხვალ გადაწერენ, რადგან ამ ბოლო დროს, უამრავი მტკიცებულება დაგროვდა საამისოდ. დავიწყოთ შუმერული მითით, ღმერთი ენლილის შესახებ. ეს შუმერული პანთეონის უზენაესი ღვთაება იყო და ლეგენდის თანახმად, ის ხალხთან, მთების მწვერვალიდან ჩამოვიდა. ხოლო მას, თან იდუმალი ხალხი ჩამოჰყვა. ენლილთან ერთად მოსულები, ძალიან განსხვავდებოდნენ მათგან, ვინც მესოპოტამიაში უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა. შუმერებს სჯეროდათ, რომ უზენაესი ღმერთი, ჩრდილოეთით მდებარე მთებიდან მოვიდა. გამოდის, რომ ღმერთი ენლილი და მასთან მყოფი ხალხი, რეგიონში კავკასიიდან ჩავიდნენ და ამას გენეტიკოსებიც ადასტურებენ. მათი კვლევების თანახმად, R1b ჰაპლოჯგუფის (ალელების ერთობლიობა სხვადასხვა ქრომოსომურ რეგიონში, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და მიდრეკილნი არიან მემკვიდრეობით გადაცემაში) მატარებლები, მთელს კავკასიაში, კასპიის ზღვის სანაპიროსა და არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში გვხვდება. გარდა ამისა, R1b–ს გენეტიკური მოდიფიკაციები, რომელიც ძველ შუმერებში და კასპიის ხალხებშია აღმოჩენილი, ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე კავკასიელ ხალხებში. რაც შემდეგი სამეცნიერო დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა: შუმერის ჩამოყალიბებამდე, ამ მიწებზე კავკასიელი წამოსული ხალხები დასახლდნენ. რაც შეეხება არქეოლოგიას. უნდა აღინიშნოს, რომ ძველი შუმერების სამარხები ძალიან ჰგავს, ძველ დროში კავკასიის ხალხების მიერ გაკეთებულ სამარხებს. გარდა ამისა, კავკასიის მთიან რაიონებში აღმოჩენილი ქანდაკებები, ძალიან ჰგავს შუმერის ოსტატების გვიანდელ ნაკეთობებს. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კავკასიელთა ჩამოსვლამ მესოპოტამიის მიწებზე, წარუშლელი კვალი დატოვა ადგილობრივი მოსახლეობის კულტურასა და ცხოვრებაზე. დაღესტნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 7 ათასი წლის არტეფაქტი ყველაზე მეტი არტეფაქტი, რომლის ასაკიც 7-8 ათასი წლით არის შეფასებული, დაღესტანში, ლაქსკის ოლქშია აღმოჩენილი და ისინი აბსოლუტურად იდენტურია, როგორც წარმოების ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ისე გარეგანი იერით, იმ არტეფაქტებთან, რომელიც შუმერის ქალაქებში იყო აღმოჩენილი. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კავკასიაში აღმოჩენილი ნაკეთობების ასაკი, შესამჩნევად, 1-2 ათასი წლით აღემატება, შუმერული არტეფაქტების ასაკს. ასე, რომ, როგორც ჩანს, მსოფლიოში უძველესი სახელმწიფო, კავკასიელი ხალხის უშუალო მონაწილეობით დაარსდა. არხის სხვა სიახლეები:* ნაცისტურმა "ტიტანიკმა" ლეგენდარული გემის ბედი გაიზიარა* თუ პროფესიის შეცვლა და ბიზნესის სფეროში კარიერის გაკეთება გადაწყვიტეთ... 20 ფასდაუდებელი რჩევა* ჭარბი წონის მოცილება სოდით* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები229 1-ს მოსწონს
|