x
მეტი
  • 19.01.2025
  • სტატია:139484
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512794
"სალომე ზურაბიშვილს ფეხებზე ჰკიდია საქართველო"-ბონდო მძინარაშვილი
image

"სალომე ზურაბიშვილს ფეხებზე ჰკიდია საქართველო, - ის ცდილობს გაატაროს საფრანგეთის ინტერესები ამ ტერიტორიაზე.


დიახ, არა საქართველოს სახელმწიფოში, არა ამ ქვეყანაში, არამედ ამ ტერიტორიაზე, თუნდაც ნაქვეყნარზე!


ზურაბიშვილის მანევრები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველო-თურქეთის და საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ ურთიერთობას. აღარაფერს ვიტყვი რუსეთთან ისედაც უკიდურესი დაძაბულობის (მიუხედავად ბოლო 12 წლის განმავლობაში არამილიტარისტული რიტორიკისა, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის პერსპექტივა არ ჩანს!) კიდევ უფრო გამწვავების საფრთხეზე.



სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე დარჩა საფრანგეთის ერთგულ დიპლომატად, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტობისა. ეს თანამდებობაც თავისი სამშობლოს - საფრანგეთის ინტერესების დასაცავად სჭირდებოდა.


საფრანგეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია შუა დერეფნის კონტროლზე გავლენის მოპოვება, ამას კი საქართველოს გარეშე ვერავინ შეძლებს.


კავკასიის რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დიდი ეჭვი მაქვს, ზურაბიშვილი სომხეთთან პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს, რასაც მოჰყვება ძალიან ტრაგიკული შედეგი მისთვისვე, - მას მოუწევს საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკური ველის დატოვება, არამედ აქედან საერთოდ წასვლაც თავის გადასარჩენად. და ვერაფერს უშველის მაკრონის მფარველობა და ევროპარლამენტარების ჯღავილი.


სალომე ზურაბიშვილი სერიოზული საფრთხეა საქართველოსთვის იმის გათვალისწინებითაც, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეული ნაწილი იმავე დასავლეთიდან აიძულეს, სწორედ ზურაბიშვილი ეღიარებინათ ლიდერად. ისინიც კი, ვინც პირველი 3 წლის განმავლობაში არაფრად აგდებდა, ახლა მის "მზეს ფიცულობს".


ზურაბიშვილის ლიდერად პოზიციონირების პირველი მცდელობა იყო შარლ მიშელის და მისი წარმომადგენლის, დანიელსონის შუამავლობით, სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრები და შეთანხმებაზე ხელმოსაწერად "სმირნაზე" გაჭიმული პოლიტიკოსები 2021 წლის აპრილში, რასაც მოჰყვა 2020 წელს არჩეულ პარლამენტში დეპუტატების შესვლა.


(ალბათ, გახსოვთ, რომ მანამდე, ხელოვნურად გამოწვეული პოლიტიკური დაპირისპირების განსამუხტავად, 2020 წლის მარტში ამერიკის ელჩის მოადგილის სახლში შეთანხმების ხელმოწერის დროს, ზურაბიშვილი იქ არ ყოფილა, არც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და მისი, როგორც ინსტრუმენტის, როლი მხოლოდ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით შემოიფარგლა).


2022 წლის თებერვლამდე ისევ მიყუჩდნენ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ჩრდილოეთ დერეფნის უპერსპექტივოდ ქცევის შემდეგ კი კვლავ გააქტიურდნენ, რადგან შუა დერეფნის განსაკუთრებული მნიშვნელობა გამოიკვეთა. (დააკვირდით, ბოლო წლებში როგორი ტემპით შენდება ავტომაგისტრალი). "ქართულმა ქარტიამ" სრულად გააშიშვლა "პოლიტიკური სადენები", მაღალმა ძაბვამ კი ბევრს "დაარტყა" და თავრეტი დაასხა.


ევროპისთვის და, უპირველესად, საფრანგეთისთვის უკიდურესად აუცილებელია არა საქართველოს ევროპული სწრაფვა და ევროკავშირში გაწევრიანება თუნდაც შორეულ პერსპექტივაში (რაც თურქეთის გაწევრიანებამდე გამორიცხულია), არამედ შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე სრული თუ არა, თუნდაც ნაწილობრივი კონტროლი, რომლის მოპოვების შემდეგაც აზერბაიჯანს თავის პირობებს უკარნახებს. ("მაკრონის ყურები").


ამისთვის სჭირდებათ აქ ფრანგული ვალდებულებებით დატვირთული და დაბმული და ქართველი უტვინო პოლიტიკოსებით მხარდაჭერილი ზურაბიშვილი.


ძალიან რთული თამაშია და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, უბრალოდ აზრზე არ არის, რა შარში გაყო თავი. მათი მცირე ნაწილი აზრზეა, მაგრამ ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს, აი, ხელისუფლებამ კი ყველაფერი იცის.


დიდი ალბათობით, საქართველოს ხელისუფლება ყველა მხარეს სთავაზობს პატიოსანი წესებით თამაშს, - ყველამ ისარგებლოს შუა დერეფნით ისე, რომ ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ საქართველოში.


ეს ვარიანტი ხელს აძლევს ჩინეთსაც, თურქეთსაც, აზერბაიჯანსაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთსაც. საფრანგეთი ევროკავშირს ინსტრუმენტად იყენებს, დიდი ბრიტანეთი კი მალე გამოაჩენს ამერიკულ ბრჭყალებს.


თვით ამერიკისთვისაც უმნიშვნელოვანესია შუა დერეფნის კონტროლი, რომლის გაყოფასაც არავისთან აპირებს, მაგრამ მოუწევს.


თუკი ტრამპი და სი ძინპინი, ტრამპი და პუტინი გლობალურ მშვიდობაზე შეთანხმდებიან, გადავრჩებით, თუ ვერ შეთანხმდებიან (ბოლოს ცოტა ხუმრობა გავურიოთ), დაახლოებით ისე მოხდება, მასწავლებელი რომ ეკითხება მოსწავლეს, როგორ მოიქცევი, ატომური ბომბი რომ ჩამოვარდესო და მოსწავლე პასუხობს, ისე მოიქცა ჩვენი მტერი და დამაწყევარიო.


ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი მოთამაშეების შეთანხმება.


ვიმეორებ: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!


მოკლედ, დიდი პოლიტიკისთვის საქართველოს უსერიოზულესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი შიდა პოლიტბეცებისთვის კი მხოლოდ სახრავია, რის მოპოვებასაც ძალაუფლების ხელში ჩაგდებით აპირებენ, თუმცა არაფერი გამოუვათ, რადგან ყველაფერი დღესავით ნათელია.


დავუბრუნდეთ "ჩვენს" ზურაბიშვილს, რომელიც ამ ბეცების ამბიციებით და სიხარბით ოსტატურად მანიპულირებს.


არც ისეთი შტერია, ჩვენ რომ გვგონია და არც ისეთი ხარბი, ძალაუფლებას თუ არ ჩავთვლით.


თუმცა, ერთი სერიოზული პრობლემა აქვს, - გაშიფრულია!


გაშიფრული აგენტის ექსფილტრაცია კი გადაუდებლად აუცილებელია მისთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.


ამიტომ, - სწორდი! სმენა!

და ნაბიჯით იარ მშობლიური საფრანგეთისკენ!


აქ აღარავის სჭირდები!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0