x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რამდენი ფაბრიკა-ქარხანა და ქალაქი ააშენა სტალინმა ?
image

"იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის ადამიანი იყო, ვინც რუსეთს იმაზე ბევრად მეტი სიკეთე მოუტანა, ვიდრე ამ ქვეყნის ყველა მმართველმა ერთად."


გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი):


„ერთ-ერთ, ეგრეთ წოდებულ, „კუნცევოს ღამის ვახშამზე“ სტალინმა შეკრებილ სტუმრებს უთხრა: ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს სახელს ლაფში ამოსვრით და ბევრ ნაგავს დააყრით, მაგრამ ისტორიის ქარიშხალი მათ გაფანტავსო... ეს ფრაზა ჩვენამდე ოდნავ სახეშეცვლილია მოსული. სინამდვილეში კი ბელადმა იწინასწარმეტყველა, რაც მოხდებოდა და ყველაფერი იმგვარად განვითარდა, როგორც სტალინი ვარაუდობდა... ზოგადად, ამქვეყნად ძლიერ მმართველებს მათი მემკვიდრეები ყოველთვის ლაფში სვრიან, რომ თავად გამოჩნდნენ სუფთები და კარგები. რუსეთში კი ტენდენცია ასმაგადაა გამძაფრებული. ერთადერთი თავად სტალინი იყო, ვისაც თავისი წინამორბედი ლაფში არ ამოუსვრია. თუმცა, ლენინთან მას საკმაოდ ბევრ საკითხში ჰქონდა აზრთა რადიკალური განსხვავება. ხრუშჩოვი კი როგორ მოექცა თავად სტალინს სიკვდილის შემდეგ მთელმა მსოფლიომ იხილა და არა მარტო იხილა, არამედ გაიაზრა და სწორი დასკვნებიც გამოიტანა. არადა, სტალინმა რუსეთი და სხვა რესპუბლიკებიც, მთლიანობაში კი, საბჭოთა კავშირი, ორჯერ ფერფლიდან აღადგინა. პირველად – რუსეთის იმპერიის დაშლის, მეორედ კი – ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ... სტალინის მმართველობის 30-წლიან პერიოდში, გარდა იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა, სახელმწიფოში აშენდა 12 ათასზე მეტი დიდი, სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმო, ამდენივე ქალაქი და დაბა-დასახლება. უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ სტალინის ძალისხმევით, საბჭოთა მრეწველობა და ეკონომიკა ისე აეწყო, ქვეყანა აბსოლუტურად ყველაფერს აწარმოებდა. არ სჭირდებოდათ არაფრის არსაიდან შემოტანა. თანაც, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით მზადდებოდა. საბჭოეთში იმდენი საშუალება არსებობდა, რომ ქვეყანას ბევრი რამ ექსპორტზე გაჰქონდა, ანუ, სტალინმა შექმნა უძლიერესი ავტონომიური სახელმწიფო უმძლავრესი სამხედრო სტრუქტურებით. საბჭოთა კავშირი მთავარ როლს ასრულებდა მსოფლიო-პოლიტიკურ პროცესებში. ნიშანდობლივია ის, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა, რომელსაც თავდაუზოგავად ანგრევდნენ შიდა თუ გარე მტრები, კიდევ 40 წელიწადი ინერციით მიიწევდა წინ. ხოლო ამჟამინდელი რუსეთის სახელმწიფოს სიძლიერე კი სტალინის მიერ აშენებულ ფუნდამენტზე დგას.





რუსეთის ვერცერთ მმართველს ვერ დაესიზმრებოდა ის წარმატება, რაც სტალინმა მოუტანა ამ ქვეყანას. მართალია, სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის დამხობასა და ცარიზმის გაუქმებაში, მაგრამ ქართველმა სოსო ჯუღაშვილმა არა მხოლოდ დაუბრუნა რუსეთს დაკარგული იმპერიული მიწები, არამედ მნიშვნელოვანი ტერიტორიებიც შემატა და ეს მიწები დღესაც რუსეთს ეკუთვნის. ამიტომ, სტალინის ძაგება რუსების პირიდან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ვისაც თავში ჭკუა აქვს და საღი აზროვნების უნარი გააჩნია, ის ადამიანი სტალინს არ შეაგინებს, არ აჰყვება ფსევდობრალდებებსა და აღიარებს სტალინის გენიას. ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუწმენდავს ისტორიის ქარიშხალს სტალინის საფლავიდან ნაგავი, რომელიც სულით ნაგვებმა დაყარეს. თუმცა, ამის დროც მოვა.“


(უფრო ვრცლად- მიყევით ბმულს)

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0