ქალი და მამაკაცი ცნობილი გახდა, ვისთან უღალატა ქმარს ანა სედოკოვამ 19 იანვარი, 9:59 32 წლის იანის ტიმას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც ვერ გადაიტანა 42 წლის ანა სედოკოვასთან განქორწინება, უსიამოვნო დეტალებმა ამოყო თავი . შეგახსენებთ, რომ იანისი 2024 წლის 16-17 დეკემბრის ღამეს ასფიქსიით გარდაიცვალა მოსკოვის ერთ-ერთ ჰოსტელში. მანამდე ის ყოფილ მეუღლეს სედოკოვას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა. თუმცა, თვითმკვლელობის ვერსია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. გამოძიება გრძელდება.
♡♡♡
მაგრამ ანას ღალატის შესახებ ჭორებზე უკვე ალაპარაკდნენ და ალბათ სიმართლე იქნება. პირველი, ვინც მომღერლის ღალატზე ისაუბრა, იყო გარდაცვლილი ტიმას ახლო მეგობარი გატის ლინინსი.
♡♡♡ სოციალურ მედიაში გატისი წერს, რომ ტიმასთან ქორწინების დროსაც კი, სედოკოვა მოსკოვში დაფრინავდა, ვიღაც სპორტსმენის სანახავად, მაგრამ არ დააკონკრეტა ვინ იყო . რის შემდეგაც გავრცელდა ჭორები, რომ მომღერალი დაძვრებოდა დაქორწინებულ ჰოკეისტთან- სერგეი პლოტნიკოვთან. თუმცა, პლოტნიკოვის მეუღლემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და რომ იცოდა ქმრის რომანის შესახებ.მაგრამ ის სედოკოვა არ არის.
♡♡♡
”ეს პირდაპირ იმ ბიჭების პირველი ხელიდან არის, რომლებმაც გადაიღეს ეს შოუ, იგივე ბიჭები, რომლებიც იდგნენ კამერების უკან და რომლებსაც ანა სედოკოვა ევედრებოდა ამ სეგმენტის ამოჭრას, რათა სახალხოდ არ გავრცელებულიყო კადრები ინტერნეტში. გაინტერესებთ ვისთან იწვა ანა სედოკოვა შოუში ''გადარჩე დუბაიში''?(Выжить в Дубае) გაოგნებული დავრჩი. 100% -ნი ინფორმაციაა ძვირფასებო. ანას ეძინა კოკორინთან. არ ვიცი, ანა ახლა ფეხბურთელთან ისევ არის თუ არა, მაგრამ იმ დროს, დაახლოებით ექვსი თვის წინ, მასთან ერთად ეძინა“, - განაცხადა ანტონ სუვორკინმა. ფოტოზე: ანა სედოკოვა შოუში "Выжить в Дубае"
♡♡♡ როგორც ცნობილი გახდა, პროექტის გადაღებისას ალექსანდრე კოკორინიც დუბაიში ცხოვრობდა და ძალიან მალე გადამღები ჯგუფის ყველა წევრმა შეიტყო მათი რომანის შესახებ. რეალითი შოუს კიდევ ერთმა მონაწილემ, ნადეჟდა სისოევამ, ასევე ისაუბრა მომღერლის მიუღებელ საქციელზე, მაგრამ დეტალებში არ შესულა, რათა სედოკოვას ქორწინებას პრობლემები არ შექმნოდა.
♡♡♡ ბულინგის გამო სედოკოვას უკვე დიდი ხანია გათიშული აქვს კომენტარები სოციალურ ქსელებში. მაგრამ 33 წლის ალექსანდრე კოკორინის ბლოგში ნამდვილი ანშლაგია. ფეხბურთელის გულშემატკივრები მასზე სერიოზულად არიან შეშფოთებულნი.
♡♡♡ „კოკორინ! გაიქეცი სედოკოვაგან. ის გაანადგურებს შენს მთელ ცხოვრებას! თავს უშველე" ♡♡♡ „ქალი ჩოქელა.თავს მოგაჭამს, გამოგაფურთხებს და ისევ სხვა ახალგაზრდას დაუწყებს ძებნას“, ♡♡♡ „ამხანაგებო სპორტსმენებო, გაუფრთხილდით კოკორინს. “, ♡♡♡ „კოკორინ, გონს მოდი! შენ შემდეგი ხარ!" ♡♡♡ " ბინები დედაშენზე გადააფორმე", -უწერენ კომენტარებში ფეხბურთელს. ♡♡♡ უკრაინელი მომღერალი, ყოფილი "ვია გრას"წევრი, ანა სედოკოვა სამჯერ იყო ოფიციალურად გათხოვილი, პირველი ორი ქმრისგან თითო თითო ქალიშვილი შეეძინა, ამის გარდა ბიზნესმენი საყვარლისგან შეეძინა ვაჟი, ამის გარდა სედოკოვას რომანი ჰქონდა მოცეკვავესთან, 2019 წელს კი დაქორწინდა კალათბურთელ იანის ტიმაზე.
♡♡♡ ამავე თემაზე:"ყველაფერი ანას გადაუფორმა, აღარაფერი დარჩა" - სედოკოვას ყოფილი ქმრის თვითმკვლელობა შესაძლოა ინსცენირებული იყო 788 2-ს მოსწონს 1-ს არა
|