ისტორია რატომ გაიქცნენ ნაცისტები მაინცდამაინც არგენტინაში მეორე მსოფლიო ომში წაგების შემდეგ? დღეს, 14:11
არსებობს ლეგენდა, რომ ფიურერიც კი იქ გაიპარა. მაგრამ ეს მითია.
1945 წლის გაზაფხულზე, გერმანიიდან ლტოლვილთა ნაკადი არგენტინას მიაწყდა. რომელსაც უწოდეს ეგრეთ წოდებული „ვირთხების ბილიკები“ (die Rattenlinien): ჯერ ესპანეთში, შემდეგ კი იქიდან ახალ სამყაროში. ერთ დროს არსებობდა ძალიან პოპულარული მითი იმის შესახებ, რომ ჰიტლერი ასევე გაიქცა არგენტინაში და იქ ცხოვრობდა შორეულ რანჩოზე 20 წლის განმავლობაში. ვინ მოიგონა ეს ზღაპარი, გაუგებარია, რადგან მისი ცხედარი იპოვეს და ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეს მართლაც ადოლფ ჰიტლერი იყო. მაგრამ ფაქტია, რომ გერმანელები მართლაც ვირთხებივით გარბოდნენ არგენტინაში და აი რატომ. ამ ქვეყნის ხელისუფლება ძალიან ლოიალური იყო ლტოლვილების მიმართ. ორმაგად კი გერმანელების მიმართ. აქ ომამდე გერმანელებმა შექმნეს თემი, რომელიც 1945 წლისთვის 500 ათას კაცს ითვლიდა. იქ მუშაობდნენ კომერსანტები, აქტიურობდნენ სპორტული საზოგადოებები, გამოსცემდნენ საკუთარი გაზეთებს და ა.შ.გერმანელ მიგრანტებს სხვა ენის სწავლაც კი არ უწევდათ - თემში ყველა გერმანულად ლაპარაკობდა. ზოგადად, გერმანელებს არგენტინა მე-20 საუკუნის დასაწყისში შეუყვარდათ. ასე რომ, დევნილები ცარიელ ადგილას არ მივიდნენ. უფრო მეტიც, იქ გაქცეული ადამიანები ღარიბები არ იყვნენ და იმ დროს თავად ქვეყანაშიც შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა შეინიშნებოდა, ამიტომ იქ ცხოვრება საკმაოდ კომფორტული და უსაფრთხო იყო. 1946 წელს კი ხელისუფლებაში პრეზიდენტი ხუან დომინგო პერონი მოვიდა.(მთავარ ფოტოზე) 1930-იან წლებში მსახურობდა სამხედრო ატაშედ ფაშისტურ იტალიაში. ამიტომ, მისი კეთილგანწყობა გერმანელი მიგრანტების მიმართ ახსნას არ საჭიროებს. ან კიდევ, სხვაგან სად შეიძლება გაქცეულიყვნენ გერმანელები? ევროპაში და აშშ-ში არ მიესვლებოდათ, ვერც თავად დამარცხებული იაპონია მიიღებდა და არ დაგავიწყდეთ აფრიკიდანაც წარმოებდა საომარი მოქმედებები. ასე რომ, ერთადერთი არგენტინა იყო გაქცევის იდეალური ვარიანტი, მით უმეტეს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იქ უკვე არსებობდა მსხვილი გერმანული დიასპორა . სამართლიანობისთვის, ზოგიერთმა ნაცისტმა მოახერხა შტატებში დასახლება, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ. ზოგიერთმა გაქცეულმა ნაცისტმა ისიც კი მოახერხა არგენტინაში "პატივცემული ხალხი" გამხდარიყო. მაგალითად, SS დივიზიის "ჰიტლერიუგენცის" ყოფილი მეთაური ჰერბერტ კულმანი, ახალ სამშობლოში გადაიქცა პატივცემულ ბიზნესმენად და გარდაიცვალა მდიდრულ ვილაში, მხოლოდ 1985 წელს. მაგრამ ზოგიერთი ნაცისტი მაინც ვერ გადაურჩა სამართლს. მათგან ყველაზე ცნობილია ადოლფ ეიხმანი.(ქვემოთ ფოტოზე) ჰოლოკოსტის „არქიტექტორიც“ არგენტინაში გაიქცა, საბუთები შეცვალა და „მერსედესის“ ფილიალში დაიწყო მუშობა. ის იქ ცხოვრობდა 1960 წლამდე, თუმცა ერთ დღეს ბუენოს აირესში, მოსადის აგენტებმა შუა ქუჩიდან გაიტაცეს, წაიყვანეს ისრაელში, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. 97 1-ს მოსწონს
|