x
ჯონი დეპმა ცოლი დაიბრუნა..

image
ხანგრძლივი პაუხის შემდეგ ჯონი დეპი და ვანესა პარადი ერთად გამოჩნდნენ
ფილმის "ბნელი აჩრდილის" პრემიერაზე. რამდენიმე თვეა, ისინი ფოტოობიექტივის წინ ერთად არავის უნახავს, ამიტომაც ინტენსიურად ვრჩელდებოდა ხმები, რომ წყვილი გაიყარა.
როგორც ჩანს, ჯონი დეპი ამ ჭორებმა ძალიან დაღალა. პრემიერაზე მისულმა ჟურნალისტებს აგრესიული ტონით უთხრა, რომ ვერასოდეს ეღირსებიან მისი და ვანესა პარადის დაშორებას.
ჯონისა და ვანესას დაშორების შესახებ ინფორმაცია 2011 წლის მიწურულს გავრცელდა. მიზეზად კი ჯონის ხანმოკლე რომანები დასახელდა, რის გამოც თურმე ვანესამ ის სახლიდან გააგდო. ერთ-ერთი ვერსიით მათი კომპლიქტის უშუალო მიზეზი მსახიობი ევა გრინი იყო, image
რომელიც ფილმში ჯონის პარტნიორია.
ფაქტია, რომ წყვილს შორის უთანხმოება მართლაც არსებობდა. ჯონი დეპმა ამერიკაშ სახლი იყიდა და იქ გადავიდა საცხოვრებლად. ერთი სიტყვით, ყველამ დაიჯერა, რომ ჯონისა და ვანესას იდილია აღარ არსებობდა, ჯონიმ კი ამ გაუგებრობას წერტილი დაუსვა.
- ჩვენ არ დავშორებულვართ და არც დავშორდებით, ამას ვერ ეღირსებით! ჩვენ შორის უტანხმოებაზე ხმები ასპროცენტიანი სიცრუეა. დიდხანს ვცდილობდი, ამ ჭორებისთვის იგნორირება გამეკეთებინა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღავრი და ახლა ნამდვილად გაბრაზებული ვარ! - განაცხადა მსახიობმა პრემიერაზე.

1
88
2-ს მოსწონს
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
88
  
2012, 26 ოქტომბერი, 11:57
+++++++++++++++
0 1 1