x
მეტი
  • 16.01.2025
  • სტატია:139432
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512733
ბრიტანეთში Gen Z -ის თაობას ნათურის გამოცვლაც კი არ შეუძლიათ-სოციოლოგიური გამოკითხვა
imageსოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ზუმერები და მილენიელები თავს არიდებენ პრიმიტული საოჯახო საქმეებსაც კი და მზად არიან ამისთვის გადაუხადონ პროფესიონალებს . ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს.


ბოლო დროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ Gen Z (ზუმერები) თაობის 21 პროცენტი (18-27 წლის) და Gen- Y (მინელიელები) 22 პროცენტი (28-43 წლის) ამჯობინებენ გამოუძახონ ელექტრიკოსს რათა გამოცვალოს ნათურა ჭაღზე ან აბაჟურზე .



ზუმერების 22 პროცენტმა და მილენიალთა 19 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ერთ-ერთ მშობელს სთხოვდნენ ამის გაკეთებას.


გამოკითხულ ზუმერთა მეოთხედმა თავის უუნარობას დააბრალა და ასევე არ სურდათ ნათურის გამოცვლა იმიტომ, რომ შესაძლოა ძალიან ცხელი იყოს. სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ მილენიელების ორ მესამედს ელექტრო მოწყობილობების დაზიანების ეშინია. გამოკითხულთა მეხუთედმა თქვა, რომ კიბის გამოყენება პოტენციურად სახიფათოა.



მილენიალებისა და ზუმერების 11 პროცენტმა აღიარა, რომ დაუძახებდა დურგალს სურათის ჩარჩოს კედელზე მიმაგრებისთვის.


ზუმერის თაობის თითქმის 50% სოციოლოგებს უთხრეს, რომ მათ არ იციან მანქანის საბურავის გაბერვა, ხოლო 27 პროცენტმა აღიარა, რომ წარმოდგენა არ აქვთ, როგორ გარეცხონ ავტომობილი.


მანქანის ძრავის სურათის ჩვენებისას, Gen Z-ის მხოლოდ 34 პროცენტმა შეძლო მიეთითებინა, თუ სად მდებარებდა აკუმლიატორი.


ზუმერები წელიწადში დაახლოებით 1, 300 ფუნტს ხარჯავენ პრიმიტულ საყოფაცხოვრებო მოსახურებეობაზე. ამავდროულად, X თაობის წარმომადგენლები (44-59 წლის) ყოველწლიურად ხარჯავენ მხოლოდ 386 ფუნტს, ხოლო ბუმერების თაობა (60-78 წლის) - მხოლოდ 253 ფუნტ სტერლინგს წელიწადში.

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0