მუსიკა ნელი ფურტადო ისე გასუქდა, რომ ფანები ვეღარ ცნობენ(ფოტოები საცურაო კოსტუმში) 16 იანვარი, 17:21 2000-იანი წლების პოპულარული კანადელი მომღერალი ნელი ფურტადო, რომელიც ცნობილი გახდა სიმღერებით I'm Like a Bird, Turn Off the Light და სხვა, ისე გასუქდა, რომ თაყვანისმცემლები ვეღარ ცნობენ.
მომხიბვლელმა პოპ-მომღერალმა წონაში საკმაოდ მოიმატა, თუმცა, როგორც ჩანს 46 წლის ნელის, ეს სულაც არ აწუხებს. პორტუგალიური წარმოშობის კანადელი მომღერალი ღიად ავლენს ბუნებრივ სილამაზეს, მისი ფიგურის მნიშვნელოვნად ცვლილების მიუხედავად. არტისტმა ინტერვიუებში არაერთხელ განაცხადა, რომ ამაყობს თავისი ბუნებრივი გარეგნობით და არ აპირებს პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს. ბოლო კონცერტებზე აშკარა იყო მომღერალის შეცვლილი გარეგნობა, რაზეც მისი სასცენო კოსტიუმებიც მეტყველებდა -აქცენტი გაკეთებული იყო მის სრულ ფეხებზე. ახლა ის კიდევ უფრო შორს წავიდა და თაყვანისმცემლებს საცურაო კოსტუმში შესთავაზა ფოტოსესია. ფოტოებმა აქტიური დისკუსია გამოიწვია გულშემატკივრებსა და ინტერნეტ მომხმარებლებში. ზოგიერთი თანაგრძნობით ურჩევს მომღერალს, ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას, მათ შორის ურჩევენ შეამოწმოს ჰორმონალური ფონი. სხვები ხუმრობით აღნიშნავენ, რომ ასეთმა კადრებმა შეიძლება ზედმეტად ჭამის ხალისი დაგიკარგოს შობა-ახალი წლის დღეებში. თავად ნელიმ პოზიტიურად უპასუხა დისკუსიებს და ერთ-ერთ სელფს შემდეგი სიტყვები დაურთო: „გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მიიღე შენი ტანი. მთელი გულით შეიყვარე საკუთარი თავი." 57 2-ს მოსწონს
|