x
მეტი
  • 29.01.2025
  • სტატია:139686
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512884
როცა ოპოზიციური ტელევიზიის ქართველ ჟურნალისტებს წინ ფაქტებს უდებენ, მუდამ ცაიტნოტში არიან

image
"ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბაო ჯერ ქართული ოპოზიცია აყვირდა, თან ისეთებიც, მთელი არსებობის მანძილზე 1%-იანი ბარიერი არასდროს, რომ არ გადაულახია, ახლა ამ ჩვენი "ენატანია" პოლიტიკოსების დამსახურებით დასავლეთიც აყვირდა, არიქა ხელისუფლებამ "ქართველებს ქართველობა წაართვა და არჩევნებიც გააყალბაო".
გაყალბება ამერიკაშიც ხდება, გერმანიაშიც, კანადაშიც და შორეულ ავსტრალიაშიც მცირე დოზით. ამერიკაში თავის დროზე ბუშმა უმცროსმა სულაც 1 ხმით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ აქ 300 000 ხმის გაყალბებაზეა საუბარი ხალხო, ეს კი წარმოუდგენელია. ჯანდაბას, დაშვების დონეზე დავუშვათ, რომ გაყალბდა 50 000 ხმა, ეს ძალთა ბალანსს რამენაირად ცვლიდა?
გაყალბება თავისთავად ცუდი რამეა, მე არ ვუშვებ იდეაშიც კი, რომ საქართველოში ასეთი ტოტალური სახის გაყალბება მოხდა. აკი ოპოზიცია, მათ შორის ნიკა გვარამია თავგამოდებული აცხადებდა, ახალი მეთოდის დანერგვის მერე ხმის გაყალბება გამორიცხულიაო!
სამწუხაროდ, მე ვერ მივიღე არჩევნებში მონაწილეობა, რადგან უკრაინიდან მომავალი გზაში ვიყავი და ფიზიკურად ვერ მივიღებდი მონაწილეობას.

სწორედ არჩევნების გაყალბების საბაბით გაიყვანა ოპოზიციამ ახალგაზრდობა და მიამიტი საზოგადოება ქუჩაში. იმაზე არ ვისაუბრებ ევროპელებმა ღიად, რომ გვითხრეს ევროკავშირის კარი 2030 წლამდე თქვენთვის დახურულიაო, რომ გვითხრეს.
ახლა არჩევნების ხელახლა ჩატარება უნდათ, რამდენჯერაც წააგო, არ მოგეწონოს და ხელახლა მოითხოვო არჩევნების ჩატარება, ეგრე სადაა?
წააგე?-შეეგუე წაგებას და ვინც მიიღო საკმარისი ხმა შევიდეს პარლამენტში და მომავალი არჩევნებისათვის კარგად მოემზადოს.
დემონსტრანტებს დასავლური ფული და ქართული, ოპოზიციური მედია, რომ ქოქავს უცხადესია. ვინც კი სიმართლე თქვა ან სტუდიებში არ იწვევენ ან აქაოდა დროის პრობლემა გვაქვსო და რეალობის ასახვის უფლება და საშუალება არ მისცეს.
ასე დამართეს სახალხო დამცველს, რომელმაც ისაუბრა რეალობაზე და ქართველმა ჟურნალისტმა კი განუცხადა: "აღარ გვაქვს დრო, პროდიუსერი მეუბნება".



ნახეთ რა ძალას ვებრძვით!!!

ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ინტერვიუ‼️‼️

image

0
251
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0