ისტორია ძნელია მიხვდეთ რა კიდია კედელზე, თუმცა გაგებისთანავე ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ +13 გუშინ, 11:20 ამ საზარელი შესახედაობის ფოტოზე არც საშინელებათა ფილმებისთვის მოცემული ნიღბებია და არც თაბაშირის ნამუშევრები, ისინი ადამიანების სახეებია და გადაღებულია პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1918 წლის მიწურულსა და 1919 წლის დასაწყისში.
სკულპტორ-ნოვატორმა Anna Coleman Ladd-მა შეძლო სიახლე გაეკთებინა ფრონტის მსხვერპლებისთვის. შექმნა ინდივიდუალური ნიღბები სამხედრო პირებისა და ჯარისკაცებისთვის, რომლებიც შეძლებდნენ დაემალათ ომში მიღებული ჭრილობების შედეგად დარჩენილი კვალი სახეზე. ანა ამერიკელი იყო, რომსა და პარიზში მიღებული განათლებით. ჰქონდა საკუთარი სახელოსნო, სადაც მასთან მიდიოდნენ დაზარალებული ჯარისკაცები, რათა ანას შეექმნა მათი სახის ანალოგი ნიღბის ესკიზები. მასალად კი სპილენძის კარგად დამუშავებულ, ძალიან თხელ ფენას იყენებდა. ნიღბებს ის სპეციალური საღებავებით ამუშავებდა, რადგან კონტურები და ფერი ბუნებრივი და ანალოგი გამოსულიყო. სანამ ანა მუშაობის პროცესში იყო, ჯარისკაცებს უტარდებოდათ საჭიროებისამებრ ქირურგიული ოპერაციები, რაშიც მონაწილეობას ძირითადად ქირურგი ჰაროლდ გილსი იღებდა. რიგი მარალხარისხიანი ნამუშევრების გამო ანა აღიარებული მოქანდაკე გახდა. მას ეკუთვნის ასევე Triton Babies- ის ქანდაკება, რომელიც ახლა ბოსტონის საჯარო ბაღშია. მოდით ერთად გადავხედოთ იმ ტრაგიკულ ფოტოკრებულს, რომელზეც ომში სრულიად ჯანმრთელი წასული ჯარისკაცების, ომის შემდგომი დამახინჯებული სახითა და ტკივილით სავსე დღეებია აღბეჭდილი. ●●●●● ფოტოზე მოცემულია ნორფოლკის პოლკის რიგითი მებრძოლი ჰაროლდ ფეიჯი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს დაკარგა მარჯვენა თვალი, თუმცა კოსმეტიკურმა ნიღაბმა არსებითად შეცვალა მისი ვიზუალი. ●●●●● ეს ჯარისკაცი ყველაზე დაშავებული იყო ანას პაციენტებს შორის. მისი სახე არამარტო დამახინჯებული იყო, არამედ დიდი ხნის მანძილზე საჭიროებდა სახვევს. ●●●●● ჯარისკაცი, რომელმაც ომის დროს დაკარგა ცხვირი, კოსმეტიკურმა ნიღაბმა კი შეავსო მისი დაზიანებული ორგანო. ●●●●● მედალოსანი და მრავალი ორდენით დაჯილდოვებული ჯარისკაცი, რომელმაც სახის უმეტესი ნაწილი დაკარგა. მეორე ფოტოზე კი ნიღბის შემდეგ. ●●●●● 1918 წლის ნოემბერში ჩეშირის პოლკის ჯარისკაცმა უილიამ ტომასმა მიიღო საშინელი ტრავმა სახეზე და მხოლოდ 6 წლის შემდეგ, 19 ოპერაციის შედეგად მოხდა სახის ნაწილის, კერძოდ კი ზედა ტუჩისა და ცხვირის ნაწილის აღდგენა. ●●●●● რიგითი მებრძოლი არტურ მირსი, რომელსაც სახე აქვს საშინლად დამახინჯებული და მარჯვენა ფოტოზე მხოლოდ ინტენსიური თერაპიის შედეგია მოცემული. ●●●●● სამეფო არმიის სამედიცინო კორპუსის ოფიცრები 1918 წლის აპრილში მატარებლით გადასაყვანად მოამზადეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის საავადმყოფოებში სამკურნალოდ. ●●●●● ჯარისკაცი ელდერტონი ცხვირში მილით მივიდა 1918 წლის 10 თებერვალს სიდკაპში. მილი მას ეხმარებოდა სუნთქვაში, რადგან ომში ბრძოლისას დაკარგა ზედა ყბის ნაწილი და მარცხენა თვალი. მეორე ფოტო (მარჯვენა) გადაღებულია 1919 წლის 17 იანვარს. ●●●●● კაპიტანმა ბედმა ცხვირი საერთოდ დაკარგა, ექვსი თვის შემდეგ კი ოპერაციის შედეგად მას ვიზუალობა საგრძნობლად შეეცვალა. ●●●●● ფოტოზე ანას დამხმარე ქირურგი ჰაროლდ გილსის პაციენტი ჯარისკაცები არიან ოპერაციების შემდეგ. ●●●●● ჯარისკაცი დაზიანებული სახით ნიღბით და მის გარეშე. ●●●●● ანა, ერთ–ერთი ჯარისკაცის ნიღაბზე მუშაობის პროცესში. ●●●●● ჯარისკაცი, რომელიც იძულებული იყო დიდი ხნის მანძილზე ეცხოვრა ახვეული ბატაჟით, რომელსაც მჭიდროდ ეჭირა მისი სახე და თავი. ●●●●● ლეიტენანტ უილიამ სპრეკლიმ, პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტის პირველ ხაზზე ბრძოლისას დაკარგა ცხვირი. მომდევნო ოთხ ფოტოზე, რომელიც გადაღბულია 1919 წლის 4 აგვისტოს ნათლად ჩანს თუ როგორ აღადგინეს მისი ცხვირი. ●●●●● ფოტოზეა მებრძოლი იოსებ პიკარდი, რომელმაც დაკარგა ცხვირი. ●●●●● ლონდონის გენერალური საავადმყოფოს (უონდზუორტის ციხე) პალატა №3, სადაც ომში დაზარალებული ჯარისკაცები მკურნალობდნენ. 181 3-ს მოსწონს
|