x
მეტი
  • 15.01.2025
  • სტატია:139399
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512693
მიგრანტების დეპორტაცია,ევროკავშირიდან გასვლა და რუსული გაზის შესყიდვა-გამოქვეყნდა პარტია " ალტერნატივა გერმანიისთვის" მანიფესტი
image

გასულ კვირას ულტრამემარჯვენე პარტიამ " ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) გამართულ კონფერენციაზე საკმაოდ რადიკალური საარჩევნო მანიფესტი მიიღო. პარტიის გეგმები მოიცავს საზღვრების ჩაკეტვას, მიგრანტების დეპორტაციას, ევროზე უარის თქმას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას და რუსული გაზის შესყიდვების განახლებას.


"ალტერნატივა გერმანიისთვის" წინასაარჩევნო აქცია საქსონიის ქალაქ რიეზაში გაიმართა და მას თან ახლდა ქუჩის მასიური პროტესტი.


ათასობით მომიტინგე გამოვიდა რიეზას ქუჩებში და ცდილობდნენ დაებლოკა საკონფერენციო დარბაზი, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პარტიის ლიდერები შეხვდნენ ავსტრიელ ულტრამემარჯვენე აქტივისტ მარტინ ზელნერს რომელსაც ნეონაცისტური წარსული აქვს.



შეხვედრაზე განიხილეს ტერმინი „რემიგრაცია“, რომელიც პოპულარულია ევროპულ ულტრამემარჯვენეებში, რომელიც ნიშნავს მიგრანტების მასობრივ „დაბრუნებას“ ან დეპორტაციას. ზელნერი მხარს უჭერს თავშესაფრის მაძიებელთა, ზოგიერთი უცხო ქვეყნის მცხოვრებთა და „არაასიმილირებული“ მოქალაქეების „რემიგრაციას“.

image

ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერმა ალისა ვაიდელმა კონგრესზე ისაუბრა „მასშტაბიანი რეპატრიაციის“ შესახებ და შემდეგ ასევე გამოიყენა სიტყვა „რემიგრაცია“.


”და მე გულწრფელი ვიქნები თქვენთან: თუ ამას ჰქვია რემიგრაცია, მაშინ ეს იქნება რემიგრაცია”, - თქვა მან.


ვეიდელი აპირებს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა სისტემიდან გასვლას გერმანიაში არალეგალური მიგრანტების შესვლის თავიდან ასაცილებლად, საზღვრების დაკეტვას და „უკან გაბრუნებას ვინც მოგზაურობს დოკუმენტების გარეშე“. ამ ყველაფრის გაკეთებას პარტია AfD- მთავრობაში მოსვლიდან პირველი 100 დღის განმავლობაში აპირებს.

image

სხვა იდეები მოიცავს პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლას, „სირცხვილის წისქვილების“ დანგრევას, როგორც ვეიდელმა უწოდა ქარის ელექტროსადგურებს და გენდერული კვლევების პროფესორების „განდევნას“. როგორც წინა წლებში, პარტია ევროკავშირიდან გასვლას და ეროვნულ ვალუტაზე დაბრუნებას აპირებს.



AfD-ის 93-გვერდიან საარჩევნო მანიფესტში ნახსენებია უკრაინა- რუსეთის ომი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომმა გაანადგურა ევროპული სამშვიდობო წესრიგი და რომ უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოზე. მანიფესტში ნათქვამია, რომ უნდა გაუქმდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციები და არ უნდა განთავსდეს ამერიკული საშუალო რადიუსის რაკეტები გერმანიაში.


პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბუნდესტაგის წევრმა ალბრეხტ გლაზერმა შესთავაზა მანიფესტში შეტანილიყო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და დაგმობილიყო პუტინის საქციელი - მაგრამ შეკრებილი დაახლოებით 600 ადამიანიდან 69%-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.


ვეიდელმა ასევე პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეების მოსვლის შემთხვევაში, რუსული გაზს ხელახლა შეისყიდის.


სხვათა შორის მილიარდერმა და დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გერმანელებს მოუწოდა, რომ ხმა მისცენ პარტია AfD-ს.

0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0