სხვა "სამართალი პურს შეჭამს?! _ადვოკატი ქეთი ბექაური უზენაეს სასამართლოში დეზინფექციის ჩატარებას ითხოვს 2012, 25 ოქტომბერი, 23:54 ქვეყნის ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით საზოგადოებას გაუჩნდა იმედი, რომ სამართალი როგორც იტყვიან “პურს ჭამს”. თუმცა მხოლოდ სამთავრობო ცვლილებები არაა ჯერ საკმარისი, რომ ქართველებს ეს ოცნებაც აუხდეთ, რადგან უზენაეს სასამართლოს სათავეში ოპოზიციაში გადასული მთავრობის მიერ დანიშნული თავმჯდონარე კოტე ყუბლაშვილი უდგას, რომელიც უკვე მსხვერპლის როლში გამოდის საზოგადოების წინაშე და ახალი ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობს. გარდამავალი პერიოდის ქართულ სამრთალზე ადვოკატი ქეთი ბექაური საუბრობს, მანამდე კი გასული 8წლის სამართლებრივ სივრცეს აკრიტიკებს: “ პირველი, რაც მოსამართლებთან მიმართებაში საზოგადოებაში ასოცირდება, არის ის საგანგაშო სტატისტიკა, რაც დასავლეთის დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა გამოაქვეყნეს კვლევების შედეგად . 0.02% მართლაც, სამარცხვინო მაჩვენებელია. რის მიზეზადაც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ მაღალი ტრიბუნიდან დაასახელა ადვოკატების მომზადების დაბალი ხარისხი სასამართლო პროცესებზე. მანვე ხაზი გაუსვა პროკურორების მომზადების მარალ დონეს, თურმე “ ბრალდების მტკიცებულებებით კარგად გაჯერებულები იყვნენ პროკურორები. ანუ გამამართლებელი განაჩენების დაბალი კოეფიციენტი მთლიანად დააბრალა ადვოკატთა კორპუსს. ეს ძალიან არაადეკვატური, არაკორექტული და ცინიკური შეფასება გახლდათ. რადგან მე და ჩემი კოლეგები წლებია ვართ საადავოკატო საქმიანობით დაკავებული, მუდმივად ვზრუნავთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, არ ვართ გუშინდელი ბავშვები, 18 წელია ადვოკატი ვარ და მომზადების დაბალ დონეზე სასაცილოა საუბარი. სამაგიეროდ კარგად ვიცი რა დონეა პროკურატურაში, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, სისხლის სამართლის კოლეგია გნებავთ თუ ადმინისტრაციაული პალატა. არამგონია ვინმე იყოს დარჩენილი ვისთანაც შეხება არ მქონია ჩემი საქმიდან გამომდინარე, ამიტომ მათ პროფესსიონალიზე შემიძლია აქეთ ვილაპარაკო. მინდა გითხრათ, რომ თავად მოსამართლეები მთელი ეს წლები იყვნენ დათრგუნულები, ისინი ვერ ასრულებდნენ იმ უფლებამოსილებას, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. სადაც გაწერილი არის, რომ მოსამართლე ემორჩილება მხოლოდ კანონსა და კონსტიტუციას, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით, კანონებზეზე დაყრდნობით და თითეულ საქმეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ურთიერთშეთანხმებული ერთობლიობა. ეს კონცეფცია აბსოლიტურად აცდენილი იყო დროსა და სივრცეში, საერთოდაც იგნორირებული იყო ეს სამართლებრივი ნორმა და მოთხოვნა. განზრახ გადახვევა ხდებოდა ამ პრინციპიდანდან, ვღებულობდით რას, ფაქტობრივად, ბრალმდებელიც იყო პროკურატურა და საბოლოო ვერდიქტის დამდგენიც. მოსამართლეები ჩანდნენ, როგორც სანოტარო აქტის გამფორმებლები, ანუ რასაც მოითხოვდა პროკურორი ის განაჩენი უნდა გამოტანილიყო აუცილებლად. _ და რატომ არ გამოთქვამდნენ ხმამაღლა პროტესტს? – რა თქმა უნდა. არ მიმაჩნია მორალურად სწორად მოსამართლეების უდიდესი ნაწილის დუმილი. მოსამართლეს კანონში ისიც უწერია, რომ განაჩენის გამოტანა შინაგანი რწმენით უნდა მოახდინოს. ეს შინაგანი რწმენა კი მორალი ღირსება და ადამიანობაა. მაგრამ არცერთი ეს ფაქტორი არ ოყო გათვალისწინებული. თუკი რომელიმე მოსამართლე გაბედავდა თავისი ინიციატივით სასჯელი არაადეკვატურად ეცნო და ადამიანურობიდან გამომდინარე რამოდენიმე თვე მაინც დაეკლო იმ სასჯელისათვის რასაც მოითხოვდა ბრალდების მხარე, ის მოსამართლე ექცეოდა წნხის ქვეშ. ამის მოწმე არაერთხელ გავმხდარვარ. მათ ეძახდნენ იუსტიციის საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და შემდგომ ეს მოსამართლეც აღმოჩნდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, ასეთმა მოსამართლეებმა გარკვეული პერიოდი თავი შეინარჩუნეს, ზოგმა წასვლა არჩია, უფრო მეტმა კი პროკურატურის პოლიტიკის გამტარებელი გახდა სასამართლოში. მოსამართლე ნანა მაისურაძეს პირდაპირ უთხრეს, დაწერე განცხადება, თორემ დაგიჭერთო. რადგან ამ ქალბატონის გამამართლებელი განაჩენების ხვედრითი წილი იყო ძალიან ბევრი. ბრალდების შეთითხვნა კი არ გაუჭირდებოდათ, ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას. ამიტომ უარი ათქმევინეს მოსამართლეობაზე. – ქალბატონო ქეთი, იქნებ კონკრეტული გვარები გვითხრათ იმ მოსამართლეების, რომლებიც თვალდახუჭული ასრულებდნენ ხელისუფლების დაკვეთას…პროკურატურის მეშვეობით. – ნანასგან განსხვავებით არავინ დამუქრებია დაჭერით მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს, ჯემალ კოპალიას, დალი მეტრეველს, ნაირა გიგიტაშვილს, მანანა სულხანიშვილს, გიორგი ჩემიას, მზია ლომთათიძეს და ა.შ. ესენი არიან ის კატეგორია, რომლებიც ზედმიწევნით ასრილებდნენ ყველა დაკვეთას, ამათ არც საყვედურისთვის იბარებენ სადმე... – ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რამდენად შეცვლილია გარემო, მესმის რომ ჯერ იუსტიციის მინისტრი არა დანიშნული, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლისგან არ გათავისუფლდნენ მოსმართლეები? – მაკა, შენ უკვე შენ თავზე გამოცადე ახალ პოლიტიკურ ვითარებაში მოსამართლის განაჩენი... გასაგებია, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო შენი მისამართით “ბოროტად დაუმორჩილებლობის” ბრალდება, თუმცა ეს პროცესი რომ შემდგარიყო პირველ ოქტომბრამდე, მერწმუნე განაჩენი იქნებოდა რადიკალურად განსხვავებული. მართალია, ჯერ ახალი მინისტრის ხელი არ დატყობია სასამართლოს, მაგრამ პოლიტიკური წნეხი ნაწილობრივ მოხსნილია. ჯერ უამრავი საქმეა წინ. ადვოკატებს საქმე კარგახანი არ გამოგველევა. – რა ბედი ეწევათ საეჭვო რეპუტაციის, ანუ პარტიულად დაღდასმულ მოსამართლეებს? – მოთხოვნას, რომ ყველანი დავსაჯოთ, ასე კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. არ შეიძლება ასე ხელაღებით დასვა ყველა მოსამართლე საბრალდებო სკამზე. ამით რას დავამკვიდრებთ? ახალი ხელისუფლება ისევ ნულოვანი ტოლერანტობისკენ გადადგამს ამით ნაბიჯებს? ეს არ უნდა მოხდეს, ამის იმედი მაქვს მეც და საზოგადოებასაც. მაგრამ თუკი რომელიმე მოსამართლეს, გარდა დისციპლინარული დარღვევა-გადაცდომისა დაუდასტურდა, დაუმტკიცდა სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, რაიმეს ამოღებას საქმიდან და კანონის უგულებელყოფას, მაშინ რა თქმა, უნდა ასეთი ადამიანები საზოგადოებისთვის საშიშნი იქნებიან და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ კი საქმეს დაინტეესებული პირი აღძრავს, ვინც ჩათვლის, რომ უკანონოდ იქნა გამოტანილი განაჩენი ამათუ იმ მოსამართლის მიერ. მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მოხვეტონ მთელ მოსამართლეთა კორპუსს ხელი და სუყველა გაათავისუფლონ. მომავალმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც 3 წლის განმავლობაში ექსპერტად გვყავდა მოწვეული სისხლის სამართლის კომიტეტში, განაცხადა, რომ ჩვენ დავტოვებთ იმ მოსამართლეებს ვისაც არ ჩაუდენიათ ამ წლების განმავლობაში სისხლის სამართლის დანაშაული. რა თქმა უნდა აქ ვერ გავაერთიანებთ ზეწოლის ქვეშ მყოფ მოსამართლეებს. თუ ასე მიუდგებით, მაშინ უნდა დავხუროთ ყველა სასამართლო და დავაწეროთ მათ გარედან “კარანტინი”, დეზინფექცია გავუშვათ გასაწმენდად. ასეთი მიდგომა გამოიწვევს ვაქხანალიას, ქაოსს. ისე მესამე ინსტანციაში, სადაც კონსტანტინე ყუბლაშვილია, ნამდვილად დეზინფექციაა ჩასატარებელი, რადგან არაფერს არ აკეთებენ ამ ისტანციაში. მეხანძრეს გაცილებით მეტი საქმე აქვს, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. მათი საქმიანობა ძირითადად ერთგვერდიანი განჩინებათა ფარატინა ფურცლით შემოიფარგლებოდა. როცა ჩვენ, დაცვის მხარე მივმართავდით საკასაციო საჩივრით, რათა გადაიხედილიყო პირველი და მეორე ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენები, ისინი ძალიან ტრაფარეტულად ამბობდნენ ხშირ შემთხვევაში, რომ არ თვლიდნენ საჭიროდ საქმის გადახედვას. ეს ინსტანცია ყველაზე არასამართლიანი იყო ქვეყანაში. რომელმა მოსამართლემაც არ უღალატა მოსამართლის პრინციპებს შეუწყვიტეს უფლებამოსილება. რომელიც, სამომავლოდ მათ აუცილებლად უნდა აღუდგეთ. ეს ადამიანები დაიწყებენ ამისათვის სამართლებრივ ბრძოლას. არის საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარედ წოდებულ ყუბლაშვილის იმპიჩმენტზეც, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის დამტკიცება. ისე, თავად უნდა ყოფნიდეთ ხელისუფლების სატელიტ მოსმართლეებს გამბედაობა, რომ საკუთარი ნებით თქვან მოსამართლის მანტიაზე უარი და განცხადებები დაწერონ წასვლის თაობაზე. – რაც შეეხება პოლიტიკურ დევნს, გამორიცხავთ რომ ეს მოხდეს, არამარტო მოსამართლეებთან, არამედ ოპოზიციაში გადასული ხელისუფლების მისამართით? – ყველაზე მეტად კი რაც მომწონს ახალი ხელისუფლებისგან არის, ის რომ მათ აქვთ სწორი მიდგომა, გზავნილი, მათ ღიად თქვეს რომ არ განხორციელდება პოლიტიკური დევნა. ნამდვილად აღარ გვჭირდება ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პატიმრები, რადგან დღეს 167 პოლიტიკური პატიმარი გვყავს, ასევე პოლიტიკური დევნილები და ძებნილები. სხვათაშორის სწორედ ამ პატიმრების გათავისუფლებაა ყველაზე საჩქარო და პრიორიტეტული დღეს. მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტნე გამსახურდიას ცნობა უდანაშაულოდ, მართლაც ღირსების ამბავია. ცოტნე პატრიარქის თხოვნის და პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით გამოვიდა გარეთ. სხვებიც მალე უნდა დაუბრუნდნენ საზოგადოებას. ასევე მივესალმები ეთიკის კომისიის წევრის, მომავალი პროკურორის, ბატონი არჩილ კბილაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პირველ რიგში პროკურატურა გაემიჯნება იუსტიციის სამინისტროს, შემდეგ კი შეიქმნება სრულიად ახალი, პროკურორებისგან დაკომპლექტებული სპეციალური დეპარტამენტი თავად პროკურატურაში და ყველა დაინტერესებული მიმართავს ამ დეპარტამენტს, ვინც თვლის რომ მისი განაჩენი უსამარლოა. რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხს, ეს გამოძიების პრეროგატივაა. მაგრამ დაუსჯელობის სინდრომით არ უნდა იყვნენ ისინი შეპყრობილები ისევ. შაშკინი რომ გვემშვიდობება და მიდის დაბრუნების პერსპექტივით, რატომ არ უშვებს იმას, რომ ჩადენილი დანაშაულებისათვის შესაძლოა მოეკითხოს? ისე, არ დაავიწყდეთ ჩინოვნიკებს, რომ ძალიან კარგი პროცედურა არსებობს ექსტრადირების და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სამართალს ვერსად გაექცევიან. ყველა გახმაურებული საქმე თავიდან იქნება შესწავლილი, რაც მთავარია მხოლოდ შემსრულებლები, რომლებიც აქამდე ასე-თუ ისე თვალის ასახვევადყავდათ დაპატიმრებულნი არ იქნებიან დასჯილნი, დამკვეთების პასუხისგებაში მიცემას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. – ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გახმაურებული მკვლელობების უშუალო შემსრულებლებს პრეზიდენტი ათავისუფლებინებს საპატიმროებიდან, სავარაუდოდ, მათი ლიკვიდაციით დაინტერესებული ყოფილი მაღალჩინოსნები იქნებიან, რადგან არ მოხდეს მომავალში შემკვეთების დასახელება. ვინ დაიცავს ამ ადამიანების უსაფრთხოებას? – სავარაუდოდ ხუთშაბათს უკვე გვეყოლება ახალი მინისტრთა კაბინეტი, ახალი მინისტრები შეეცდებიან მაქსიმალურად გააკონტროლონ ეს პროცესები. თუმცა ახლა მათი დაცვის რაიმე მექანიზმი არ არსებობს. ეს ისეთი კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემა რთულია, სანამ არ განახლებულა ამ საქმეებზე გამოძიება, მანამდე ვერავინ ვერ შეიმუშავებს მოწმეების დაცვის მექანიზმს. მითუმეტეს თუ ეს მოწმეები უკვე ქვეყნიდან არიან გასულები. – სხათაშორის მოძალადე სისტემის მთავარი მოწმის, ბედუკაძის უსაფრთხოებაც საფრთხეშია, ბევრს საუბრობენ ასევე იმაზე, უნდა აგოს თუ არა მან პასუხი მართმსაჯულების წინაშე... – აუცილებლად იქნება გამოძიებული ბედუკაძის საქმე. შერჩევითი სამართალის დრო უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. თუ არ დაუმტკიცდა ბედუკაძეს პატიმრების წამებაში თანამონაწილეობა, მაშინ იგი გასამართლდება დანაშაულის დაფარვისათვის, საშეღავათო გარემოებად კი შესაძლოა ჩაეთვალოს ამ კადრების გავრცელება. მაკა დეკანოსიძე "ქართული სიტყვა" 101 4-ს მოსწონს
|