რელიგია დააკავეს მღვდელი,რომელსაც ეკლესიის ქალების ტუალეტში ფარული კამერა ჰქონდა დამონტაჟებული 14 იანვარი, 14:35 ![]() არტურო ლაგუნა დააკავეს მას შემდეგ, რაც მრევლმა ქალების ტუალეტის ხელის საშრობში ფარული კამერა აღმოაჩინა. ჯაშუშური მოწყობილობა იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც მრევლი ბავშვს საფენს უცვლიდა. პოლიციამ ეკლესიის მრევლისგან მიიღო სკრინშოტი, რომელზეც ჩანს, არტურო ლაგუნა ტუალეტში როგორც ცდილობს კამერის შეკეთებას. მამაკაცმა აღიარა, რომ ვიდეოთვალი გასული წლის ოქტომბერში დაამონტაჟა. ჩხრეკისას მათ იპოვეს მეხსიერების ბარათი, რომელშიც მოთავსებულია ოთხი მოკლე ვიდეო, სადაც ჩაწერილი იყო ზრდასრული ქალები, როგორ სარგებლობენ ტუალეტით. მღვდელს ბრალი წაუყენეს ოთხი ბრალდება ვუაიერიზმის მუხლით, რაც არიზონაში მკაცრად ისჯება. მას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ![]() ცოტა ხნის წინ გაუწყეთ ამერიკელ პრესვიტერიან მღვდელზე, რომელიც არალეგალური ბორდელის მომსახურებით სარგებლობდა. 460 3-ს მოსწონს
|