საზოგადოება
"ახლა ყოველგვარი ღლიცინის გარეშე........." - რას წერს გიორგი ფოფხაძე
13 იანვარი, 12:20

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე მოსამართლეთა მიერ რესტორან "ბაბილოში" გამართულ კორპორატიულ წვეულებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ახლა ყოველგვარი ღლიცინის გარეშე და მთელი სერიოზულობით. დღევანდელმა დღემ აჩვენა რომ, ჩვენ არა მარტო დამოუკიდებელი სასამართლო არა გვაქვს. არამედ ეს ხალხი ყოველგვარი ნამუსის და სირცხვილის გრძნობისგან არის დაცლილი (ნამუსგარეცხილიო ასე ეძახდა ბებია მსგავს არსებებს). რა სამართლიანი განჩინება უნდა გამოიტანოს ადამიანმა, რომელიც ფეხებზე იკიდებს მორალს, სირცხვილის დერეფანს, თავში კვერცხის სროლას. “მკვლელის” ძახილს, ასფალტზე ფორთხვას და მაინც შედის რაღაც “კორპორატიულზე” რომ ჩათქვლიფოს, გაერთოს და არანაირი ღირსება არ აწუხებს?
ალბათ თავს მოვიკლავდი ასეთი რომ ვინმემ მაკადროს. ჩემი ღირსება არ მომცემს სხვაგვარად მოქცევის ნებას.
მართლა ეგეთი თანამდებობაც წყალს წაუღია, ფულიც და პრივილეგიებიც..
იმ ცხრა წელმა და ახლანდელმა თორმეტმა ახალი ჯიში გამოიყვანა “ყველაფერზე ხელის მომწერი” და ჩვენ რა ვქნათ ჩვეეეენ ჰაა?"- ვკითხულობთ გიორგი ფოფხაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 იანვარს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეების ერთობლივი კორპორატიული ღონისძიება გაიმართა. მოსამართლეთა ღონისძიებას თავად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სანქცირებული ლევან მურუსიძე მასპინძლობდა.
რესტორან "ბაბილოსთან" აქცია რეჟიმის პატიმრების დედებმაც გამართეს. რეჟიმმა მოსამართლეების დასაცავად ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შსს-ს წარმომადგენლები და წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანა. ადგილზე ვითარება რამდენიმე საათის განმავლობაში დაიძაბა. აქციაზე საპოლიციო რეჟიმმა რამდენიმე ადამიანი დააკავა.