x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დიდი სფინქსის "უმცროსი ძმები"

"ალაბასტრის სფინქსი" ფლინდერს პეტრის მკვლევართა ჯგუფმა, ძველი მემფისის ნანგრევებში, 1912 წელს აღმოაჩინა. ის ღია ყვითელი ფერის კალციტის ქანიდან იყო გამოქანდაკებული და სახელიც აქედან მოდის (ალაბასტრი – 2 მინერალის: თაბაშირის და კალციტს სახელია).


image


ჩატარებული არაერთი ისტორიული ობიექტის გათხრების შემდეგ, როგორიც იყო ტანისი, ჰავარა, არსინოე, მეიდუმი, ამარნა, კოპტოსი, ნაქადა, თებე, დენდერა და გიზა, ფლინდერს პეტრი, თავის თანაშემწესთან ბრიტანელ არქეოლოგთან ჰენრი მაკეისთან ერთად, რომელიც მასთან 1907 წლიდან მუშაობდა, ძველ მემფისში ჩავიდა.

მემფისის გათხრებს გრუნტის წყლები აფერხებდა და ექსპედიციის წევრები იძულებულნი იყვნენ, თხრილებში დაგროვილი წყალი გამუდმებით ამოეტუმბათ. შემდეგ კი, სადრენაჟო სისტემა გააკეთეს. თუმცა, შედეგი, ამდენ წვალებად ნამდვილად ღირდა... გათხრების შედეგად, მათ 2 სფინქსი აღმოაჩინეს:

ერთი ვარდისფერი გრანიტიდან იყო გამოქანდაკებული. არტეფაქტის სიგრძე – 3, 62 მ–ს, ხოლო სიმაღლე – 1, 45 მ–ს შეადგენდა. ქანდაკებას მკერდზე და ძირის ირგვლივ, წარწერები ჰქონდა, რომელშიც რამზეს II-ის და მისი ვაჟის მერნეპტაჰის სახელები იყო მოხსენიებული.


imageგრანიტის სფინქსი


როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, იმავე 1912 წ. აღმოაჩინეს ალაბასტრის სფინქსის ნაწილიც. მაგრამ, გათხრების სეზონი დამთავრდა და არქეოლოგებმა მუშაობის გაგრძელება, მხოლოდ მომდევნო წელს შეძლეს.


imageალაბასტრის სფინქსი


ალაბასტრის სფინქსი, წინა აღმოჩენაზე ბევრად უფრო დიდი და მასიური იყო: სიმაღლე თითქმის 8 მ. და სიგრძე 4, 25 მ. ჰქონდა და დაახლოებით, 80 ტ. იწონიდა. მასზე არანაირი წარწერა არ იყო და ამიტომ, ეგვიპტოლოგებმა იმ დროს, მისი დათარიღება ვერ შეძლეს.


image


ახლა, ყველაზე სავარაუდო კანდიდატი, ვისი დაკვეთითაც სფინქსი უნდა შექმნილიყო – ამენჰოტეპ მეორეა (1436-1412 წწ.).



image

არხის სხვა სიახლეები:


* წონაში დაკლება მხოლოდ თითის მასაჟით, დიეტის და ვარჯიშის გარეშე

* მხოლოდ 2 სქესი არსებობს, "მესამე სქესი" – უკვე დიაგნოზია (მეცნიერთა დასკვნა)

* რეალური, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი ფაქტები

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0