x
მეტი
  • 11.01.2025
  • სტატია:139332
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512679
"ქაჯობაა რაც გააკეთა, მაგ ამბავზე ძალიან პასუხს ვაგებინებ" -რამ აღაშფოთა ალეკო ელისაშვილი

image


"კოალიცია ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ნინო ნადირაძის მიერ მისი რენტგენის ფოტოს გასაჯაროებას პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"კლინიკა ვივამედის ხელმძღვანელი ეს ქალბატონი აქვეყნებს ჩემი რენტგენის ფოტო საჯაროდ. ამ ქალს ვინმემ აუხსნას რომ ეს არის ჩემი პირადი ინფორმაცია, პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება კი აკრძალულია და დაუშვებელია. თან აკრძალულია და თან ძალიან არაეთიკურია ასეთი ქმედება. მეტისმეტი ქაჯობაა რაც გააკეთა! ეს რაც შეეხება რენტგენის ფოტოს გამოქვეყნებას, თორემ დიაგნოზი რომ შეცვალეს და დამალეს ეგ ცალკე ამბავია და მაგ ამბავზე ძალიან პასუხს ვაგებინებ მაგ ქალსაც და მის ფაშისტურ კლინიკასაც"- ვკითხულობთ ალეკო ელისაშვილის პოსტში.


image


შეგახსენებთ, რომ ნინო ნადირაძემ "კოალიცია ძლიერი საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერის რენტგენის ფოტო შემდეგი შინაარსის პოსტთან ერთად გამოაქვეყნა:


"არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა ვივამედზე ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ, მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს"- დაწერა ნადირაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


0
101
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
101