საზოგადოება მოხუცი ქალბატონი ყოველდღე მატარებლის ფანჯრიდან ყვავილების თესლს ყრიდა ... 10 იანვარი, 15:18 ერთ კაცს მატარებლით უწევდა ყოველდღე სამსახურში წასვლა.
თითქმის ყოველდღე ხვდებოდა მოხუც ქალბატონს, რომელიც დიდი ჩანთით ამოდიოდა ხოლმე.
დაჯდებოდა ფანჯარის მხარეს, მერე კი ჩანთას გახსნიდა და სხვადასხვა მცენარეების თესლს ფანჯრიდან გადაყრიდა.
კაცმა ერთხელაც, ვეღარ მოითმინა და ქალს მიუახლოვდა.
- მაპატიეთ ცნობისმოყვარეობა ქალბატონო, მაგრამ რატომ აკეთებთ ამას?
ქალს გაეღიმა.
- ყოველდღე მიწევს შვილო მგზავრობა, ამ გზით და ფანჯარიდან არაფერი ლამაზი არ ჩანს, მხოლოდ ხრიოკი ველები. მე კი უამრავი თესლს ვიღებ ყოველწლიურად ჩემი ბაღიდან სხვადასხვა ყვავილებისას, მათ შორის ვარდებისაც და მინდა გავაშენო, რათა ირგვლივ სილამაზე ვიხილო მეც და სხვა მგზავრებმაც.
-მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, ქარი გაფანტავს ყველას და თქვენი გარჯა, ხომ ამაო იქნება.
- ზოგიერთი, მაინც გაიხარებს შვილო.
კაცმა მხრები აიჩეჩა.
ამ ამბის შემდეგ გავიდა რამდენიმე წელი...
ერთ მშვენიერ დილას, ამ კაცმა ვაგონის ფანჯარიდან შეამჩნია ულამაზესი ყვავილები. ვაგონის ორივე მხარეს პატარა სამოთხე იყო გაშენებული.
ახლაღა გაახსენდა მოხუცებული შავი ჩანთით ხელში.
მიხვდა, რომ დიდი ხანია, ის აღარ შეუმჩნევია. წამოდგა და ვაგონის გამცილებელს დაუწყო ძებნა.
- ეგ ქალბატონი, შარშან ზამთარში გარდაიცვალა მეგობარო.
კაცი თავის ადგილს დაუბრუნდა და გააგრძელა ფანჯარაში ცქერა.
მართლაც საოცარი სანახავი იყო, სხვადასხვა ყვავილებით გაშენებული ბაღი გზის ორივე მხარეს.
რა დასანაია, რომ ის მოხუცი, ისე დაიღუპა, ვერ მოასწრო ამ საოცრების ხილვა.
სწორედ, ამ დროს პატარა ბიჭუნას აღტაცებული ხმა შემესმა
-- ნახე მამიკო, ნახე რა ლამაზია ეს გზა. ულამაზესი ყვავილები გზის ორივე მხარესაა გაშლილი.
და მხოლოდ ახლა მიხვდა კაცი, რაც გააკეთა მოხუცმა ქალბატონმა.
თუმცა ის, ვერ მოესწრო, ამ ულამაზესი ბაღით დატკბობას, მან თავისი საქციელით უამრავ ადამიანს უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა. 93 შეფასება არ არის
|